Mundo Deportivo-ს მტკიცებით, ტურინის “იუვენტუსი” ცდილობს, “ბარსელონას” ბრაზილიელი ნახევარმცველი, არტურ მელო, ტრანსფერზე დაითანხმოს.
“ბებერი ქალბატონი” არტურის დამატებით სერიოზულად არის დაინტერესებული. გამოცემა წერს, რომ იტალიელები “ბარსელონას” ისეთ შეთავაზებას გაუკეთებენ, რომელზეც კატალონიელები უარს ვერ იტყვიან. შექმნილი ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, “ბარსელონასთვის”, ფინანსური რესურსი ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, “იუვენტუსმა”, შესაძლოა, შემოთავაზებაში ისეთი ფეხბურთელები ჩართოს, რომლებიც “ბარსას” ინტერესთა სფეროში არიან. მათ შორის, მატიას დე ლიხტი, მირალემ პიანიჩი, ფედერიკო ბერნარდესკი და როდრიგო ბენტანკური.
გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის პოზიცია იქნება. “იუვენტუსი” ცდილობს, არტური ტრანსფერზე დაიყოლიოს, თუმცა ფეხბურთელს საჯაროდ არაერთხელ განუცხადებია, რომ “კამპ ნოუზე” დარჩენას მრავალი წლით აპირებს, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი კატალონიური ენის სწავლის პროცესშია.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდა “ბიანკონერისა”, ბრაზილიელის შეძენა “ინტერსა” და “ტოტენჰემს” სურთ.
არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვან,თუ არადა დე ლიხტში გაცვალონ
საიდან მოიტანე რო მენტალურად ჩმორია?
არტური თუ სადმე ითამაშებს მხოლოდ ბარსელონა სიტი და აიაქსია, ამ გუნდების სტილში ჯდება, ეს რო სხვა გუნდში გადავიდეს თავის თავს ვერ იპოვის და დაჩმორდება, ისედაც ჩმორია მენტალურად და სხვა გუნდში გადასვლით პირდაპირ წერტილს დაუსვამს საკუთარ კარიერას
ნელა იყვნენ რონალდო არაფერს წამოკრან