ბრაზილიის ნაკრების ყოფილი თავკაცი, ლუის ფელიპე სკოლარი Fox Sports-თან საუბრისას ნეიმარს ყოფილ კლუბში დაბრუნებას ურჩევს.
“ჩემი ცოდნის გათვალისწინებით, ნეიმარს ვურჩევ, რომ “ბარსელონაში” წავიდეს. თუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობა სურს, როგორც კი ამ გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდება, შანსი არ უნდა გაუშვას, “, აცხადებს სკოლარი.
ხსენებულ მწვრთნელთან ერთად ნეიმარი 2012-14 წლებში მუშაობდა. ბრაზილიელმა კატალონიურ კლუბში ყოფნის პერიოდში 186 მატჩში თავი გოლით 105-ჯერ გამოიჩინა.
ძაან გაიწელა ამის საგა
იყოს სადაცაა!