წარსულში ცნობილმა ბრიტანელმა ფეხბურთელმა, ჯეიმი რედნაპმა, The Football Show-სთან ინტერვიუში ფელიპე კოუტინიოს შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.
“არ ვფიქრობ, რომ, კოუტინიო “ჩელსის” ფეხბურთელი გახდება, რადგან ამას წარმოუდგენლად დიდი თანხა დასჭირდება. კოუტინიო ნამდვილი ტალანტია, თუმცა გოლების გატანით ვერ გამოირჩევა.
ვფიქრობ, გარისკვა საჭირო არაა, მაგალითად მეისონ მაუნთი, შესაძლოა, უახლოეს მომავალში უმაღლესი კლასის მოთამაშე გახდეს.” – განაცხადა, რედნაპმა.