“ბარსას” ყოფილმა პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა, ციხეში ყოფნის პერიოდში მომხდარი უცნაური და საინტერესო ფაქტების შესახებ ისაუბრა.
Marca-სთან ინტერვიუში ესპანელი სიცილით აცხადებს:
“მახსოვს, მათ 4-4 ცალი პრეზერვატივი და ვაზელინის ჟელე მომცეს, ოდნავ ვნერვიულობდი.”
ციხეში ყოფნის დროს მიღებულ გამოცდილებაზე კი ამბობს: “პატიმრობისას შენ შეიძლება შინაგანად მოკვდე ან პირიქით, გაძლიერდე.”
როსელმა დახმარებისა და გვერდში დგომისათვის მადლობა მეუღლეს, მარტას, მშობლებსა და მის მეგობარს, ჟოან ბესოლს გადაუხადა.
“ჩემი მეუღლე, მარტა, ძალიანი ძლიერი იყო, სწორედ ის გახლდათ ფუნდამენტური მიზეზი იმისა, რომ გასაჭირს ამდენ ხანს გავუძელით. ჩემი საუკეთესო მეგობრის, ჟოან ბესოლის თანადგომა კი არსებითი მუხტი იყო, იმისათვის რომ გადავრჩენილიყავი.”
სანდრო როსელი 2010 წლის ივლისიდან 2014 წლის იანვრამდე “ბარსელონას” პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. 2017 წლის მაისში ის 5 თანამზრახველთან ერთად “ფულის გათეთრების” ბრალდებით დააკავეს. ეს კანონდარღვევით აღებული თანხა ბრაზილიის 24 მატჩის გაშუქებასა და “ნაიკთან” არსებულ სასპონსორო ხელშეკრულებას ეხებოდა.
მან ციხეში 20 თვე გაატარა და 2019 წლის თებერვალში პირობითი შეთანხმებით განთავისუფლდა, აპრილში კი სასჯელი სრულყოფილად მოხდილად ჩაეთვალა.
იმედია ლაპორტა მოვა 2021 წელს პრეზიდენტად
დიდად არც ეს მესიმპატიურებოდა , მაგრამ ბართოლომეუსას სჯობდა ბევრად ის პერიოდი.