”ბარსელონას” ფეხბურთელებმა რიგით მესამე ”დოპინგ-კონტროლი” გაიარეს მიმდინარე სეზონში.
ამჯერად სავალდებულო შემოწმება ვიქტორ ვალდესს, ხერარდ პიკეს, კარლეს პუიოლს, ანდრეს ინიესტას, ბოიან კრკიჩს, ხეფრენს, სეიდუ კეიტას, ადრიანო კორეასა და ერიკ აბიდალს შეეხო.
”ბარსელონას” ფეხბურთელებს ”უეფას” წარმომადგენლები კვლავ გაუფრთხილებლად ეწვივნენ და მათ ანალიზების ჩაბარება მოსთხოვეს. ეს არის ”უეფას” პრაქტიკა, შეამოწმოს ყველა იმ გუნდის მოთამაშე, რომელიც ორგანიზებულ შეჯიბრებებში იღებს მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ ”უეფას” ”ვამპირები” კატალონიურ გუნდს ბოლოს მიმდინარე წლის 17 მარტს ეწვივნენ. მათი ვიზიტი დაემთხვა რადიოსადგურ ”კადენა კოპეს” მიერ გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ”ბარსელონას” ფეხბურთელები ”დოპინგს” მოიხმარდნენ. მაშინ ფეხბურთის უმაღლესი უწყების წარმომადგენლებმა ”ბლაუგრანას” თითქმის ყველა ფეხბურთელი შეამოწმეს.


