workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
5 მოსალოდნელი ცვლილება ლაპორტას გაპრეზიდენტების შემთხვევაში

5 მოსალოდნელი ცვლილება ლაპორტას გაპრეზიდენტების შემთხვევაში

ახლახანს ცობილი გახდა, რომ “ბარსელონას” ლეგენდარული პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა, 2021 წლის ზაფხულში გასამართი არჩევნებისთვის, გუნდს კრეფს და კლუბის სათავეში დაბრუნებას აპირებს.

პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატისგან, ვიქტორ ფონტისგან განსხვავებით, ლაპორტა რადიკალური ცვლილებებისადმი მიდრეკილებით გამოირჩევა, რაც მან 2003 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების მოგების დროს დაამტკიცა. 17 წლის წინ, ლაპორტამ, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან, არცთუ ცუდად მომუშავე, ახლახანს გარდაცვლილი რადომირ ანტიჩი გაათავისუფლა და მას არაერთი ფეხბურთელი მიაყოლა, გუნდში რონალდინიო, რაფა მარკესი და ჯოვანი ვან ბრონხორსტი მოიყვანა, ანდრეს ინიესტა და ვიქტორ ვალდესი კი პირველ გუნდში დაწინაურდნენ.

რას შეცვლის ლაპორტა ამჯერად? Tribuna.com 5 სავარაუდო ცვლილებას გვთავაზობს:

“ლა მასიას” გავლენის დაბრუნება

ჟოან ლაპორტა იოჰან კრუიფის იდეების დიდი გულშემატკივარია. შესაბამისად, ის “ბარსას” აკადემიას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ივარაუდება, რომ ლაპორტას სათავეში მოსვლის შემთხვევაში, “ლა მასია” ძველი დიდების დაბრუნებას შეეცდება, რიკი პუჩი და ანსუ ფატი კი, მეტ სათამაშო დროს მიიღებენ.

სატრანსფერო პოლიტიკის რადიკალური ცვლილება

დაახლოებით ერთი წლის წინ, ლაპორტამ “ბარსელონას” ამჟამინდელი სატრანსფერო პოლიტიკა მკაცრად გააკონტროლა. ივარაუდება, რომ კლუბში მისი დაბრუნების შემთხვევაში, “ბლაუგრანა” საეჭვო ძვირადღირებულ ტრანსფერებს აღარ განახორციელებს.

ცნობისთვის, “ბარსელონას” პრეზიდენტობის 7 წლის განმავლობაში, ლაპორტამ 37 ფეხბურთელი შეიძინა და მათში სულ 300 მილიონი ევრო დახარჯა, ეს კი ფილიპე კოუტინიოში, უსმან დემბელესა და ანტუან გრიზმანში გადახდილ თანხაზე ნაკლებია.

ნდობა დემბელეს

გასულ შემოდგომაზე, ლაპორტამ უსმან დემბელე შეაქო და განაცხადა, რომ ის, მესის გარდა, გუნდში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც დიდი თამაშების მოგება შეუძლია. ივარაუდება, რომ ლაპორტა დემბელეს შემცვლელში დიდ თანხას არ დახარჯავს და ახალგაზრდა ფრანგს ნდობას გამოუცხადებს. თუ, რა თქმა უნდა, უსმანი “ბარსელონაში” 2021 წლის ზაფხულამდე დარჩა.

მესიზე დამოკიდებულების პრობლემის მოხსნა

ბოლო წლებში, “ბარსელონა” მესიზე უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება. მიმდინარე სეზონში, ლა ლიგაში, გუნდის გოლების 50%-ში მესი ან გოლის ავტორად მოგვევლინა, ან ასისტენტად.

გასული წლის ივნისში, ლაპორტამ განაცხადა: “მესის იმაზე მეტ პასუხისმგებლობას ვერ დავაკისრებთ, ვიდრე მას ისედაც აქვს. ეს უსამართლობაა. მას სჭირდება გუნდი, რომელიც გაბრწყინებაში დაეხმარება.”

მოსალოდნელია, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი შენაძენით ლაპორტა მესიზე დამოკიდებულების შემცირებას შეეცდება.

პეპ გვარდიოლას დაბრუნება

8 თვის წინ, ლაპორტამ განაცხადა, რომ მას პეპ გვარდიოლას “ბარსელონაში” დაბრუნება შეუძლია: “ღრმად მწამს, რომ თუ პრეზიდენტი გავხდები, “ბარსელონას” ისევ პეპ გვარდიოლას უთავკაცებს. ამჟამინდელი ხელმძღვანელობის ხელში, ის არასდროს დაბრუნდება.”

2007 წელს, ჟოან ლაპორტამ პეპ გვარდიოლა “ბარსა ბ-ს” მთავარ მწვრთნელად დანიშნა, ერთი წლის შემდეგ კი, მას პირველი გუნდი ანდო, რითიც არა მხოლოდ “ბარსელონას”, არამედ ფეხბურთის ისტორია შეცვალა.

საპრზიდენტო არჩევნების მოგების შემთხვევაში, შეძლება კრუიფის გარეშე დარჩენილი ლაპორტა წარმატების კვლავ მიღწევას?

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (13)

  • o.dembele11
    schedule 20 აპრ 2020, 15:35
    #13

    მჯერა რომ თუ ლაპორტა დაბრუნდა დემბელეს დააყენებს ფეხზე გვარდისთან ერთად ან რომელიმე კარგი მწვრთნელი დემბოს მონსტრს შექმნის და მესის წასვლის მერე ჩემი აზრით ფულის მონე ნეიმარმა კიარა სწორედ დემბუზამ უნდა ულიდეროს ღრმად მწამს მე მისი რაცარუნდა სისულელედ მოგეჩვენოთ ჩემი კომენტარი და სამედიცინო პერსონალი გამოსაცვლელია

  • Don_Andresito
    schedule 19 აპრ 2020, 02:54
    #12

    ლა მასიაზე აქცენტი სისულელეა იქამდე სანამ პიმიენტას ნაირები არიან მწვრთნელებად და სკაუტებად და სპორტულ დირექტორებად აბიდალები და სხვა უტვინოები. ბარსა ბ -ეს პირველ რიგში სეგუნდაში უნდა დაუბრუნდეს ადგილი, გაწვრთნას ვინმე ჩვენმა ლეგენდამ ვინც ახალგაზრდებთან კარგად იმუშავებდა. მერე აუცილებლად გვინდა "მეგობარი" გუნდი ლა ლიგაში და ბუნდესლიგაში როგორც რეალს ყავს ესპანიოლი აქეთ, იქით კიდე კარვახალი და ჰაკიმი ძირითადიდან არ ამოუგდეს ლევერმა და დორტმუნდმა როცა ჩვენ იგროკებს არ აკარებენ ძირითადს. ლა მასიიდან დაუწინაურებელი მარა ნიჭიერი ახალგაზრდა რო გავაიჯაროთ და მიიღოს დრო. მართლა აღარ მოგვიევს 100 მილიონების ხდა. + მაგას აქცენტი უნდა გაკეთდეს ახალგაზრდა ნაკლებად ცნობილ ფეხბურთელებზე და არა გაპიარებულ იდიოტებზე, ჰოლანდი მანამ უნდა გვეყიდა სანამ დრო იყო 10 დაგვიჯდებოდა სულ. რეალმა ასენსიო 5 მილიონად იყიდა როცა ჩმოროს დაენანა (ან უბრალოდ პერესის ბრძანება შეასრულა). მოკლედ პეპის დაბრუნება ბევრ რამეს შეცვლიდა. ჩავი კიდე 2 წელი ბარსა ბ- ეს მწვრთნელად. ან პეპის ასისტენტად. პეპს მალე უნდა კარიერის დამთავრება და დიდი ხნით არ მოვა, 2 წელი გვეყოფოდა დაგვიზრდიდა ხალხს სულ რო არაფერი მოვიგოთ. პეპის დაზრდილი ხალხით ვინარჩუნებთ დღემდე გუნდის სტატუსს. მარა ხო ვიცი ისევ ბართომეუ იყიდის არჩევნებს. და თუ კიდე დარჩა კორონასაც გაუწყვეტია მთელი დირექტორთა საბჭო და ხმის მიმცემები. მე ამ გუნდის საცოდაობას აღარ ვუყურებ. ნერვები არ მაქვს ამათი ნგრევის ყურების

  • basa7
    schedule 18 აპრ 2020, 22:32
    #11

    აუ რა თქქვი აგი ახლა, გაგასწირებენ დემბელეს მტრები მიწასთან. ბარსელონას ფეხზე დაყენებასაც კი დაგივიწყებენ მომენტალურად:)))))))))))))))))))))

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 18 აპრ 2020, 21:58
    #10

    ოღონდ ეს დაბრუნდეს და მერე მართლა გვეშველება, დემბოს შექება გამიხარდა, ლაპორტა მასზე ააგებს მომავლის გუნდს.

  • Andres_Iniesta
    schedule 18 აპრ 2020, 21:57
    #9

    აუცილებლად

    ლაპორტა სულით კულეა

    ისე არც სანდრო როსელი იქნება ცუდი

    რასაც მე მვოედწარი ყველაზე ცუდი ბართუშაა

  • Iniesta_8
    schedule 18 აპრ 2020, 20:54
    #8

    ესეც არაა პატიოსნების განსახიერება, ბართომეუ კორუფციაშია ჩაფლული და იყენებს თავის სასიკეთოდ

  • mesi_10
    schedule 18 აპრ 2020, 20:50
    #7

    საინტერესო იდეები ქონია მარა დემბელეს ნაირ სჰუსჰა ფეხბურტელზე იმედების დამყარება ცოტა სახიფათოა ტიპი ნახევარ სეზონს ლაზარეტში ატარებს და ამას თუ ვე ხედავს ბრმა ყოფილა.

  • სპარტაკი
    schedule 18 აპრ 2020, 20:36
    #6

    ციტატა: M10 S9 D11
    ესეც მე ვარ? ლაპორტაც უცოდინარია დემბელეს რო ნდობას უცხადებს?


    დემბელე ცუდი არაა მაგრამ ზარმაცია..

  • გიგა 8
    schedule 18 აპრ 2020, 20:32
    #5

    იმედია მანამდე აზრს შეიცვლის დემბეშტესტან დაკავშირებით თორე დაგვერხაა

  • dembelle
    schedule 18 აპრ 2020, 19:46
    #4

    Imena es kaci natelashvilivitaa andet ertxel barsa a det iqneba aayvacos 😀😀😀

  • M10 S9 D11
    schedule 18 აპრ 2020, 19:26
    #3

    ესეც მე ვარ? ლაპორტაც უცოდინარია დემბელეს რო ნდობას უცხადებს?

  • ROUCH
    schedule 18 აპრ 2020, 19:17
    #2

    ეგ რო პრეზიდენტი იყო მაშინ კოუტინიო და გრიზმანის დონის ხალხი კონა ათიშაური იყო რა არი გასაკვირი, ეხლა კიდე ყველა ყვინტლიანში 100 მილიონს ითხოვენ

  • El pistolero 9
    schedule 18 აპრ 2020, 19:12
    #1

    მგონი გვეშველება 2021-ში