ძნელი სათქმელია, რამდენად შეუძლია პეპ გვარდიოლას ბოიანის გამოყენება ”ესპანიოლის” წინააღმდეგ, მაგრამ ფაქტია, რომ ახალგაზრდა ფორვარდმა დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალური დაპირისპირების დასრულების შემდეგ, გვარდიოლამ თავის შეგირდებს ორ დღიანი დასვენების საშუალება მისცა. დღეს კი ფეხბურთელები უკვე ვარჯიშს შეუდგნენ და ”ესპანიოლის” წინააღმდეგ თამაშისათვის მზადება დაიწყეს. ძირითადი სიახლე დღეს მოედანზე ბოიანის გამოჩენა იყო. მან ტრავმა რამდენიმე კვირის წინ მიიღო. ადრიანო და მაქსველი პუიოლთან ერთად განცალკევებით ვარჯიშობდნენ. მართალია კაპიტანმა მონაწილეობა მიიღო სამშაბათს გამართულ შეხვედრაში, მაგრამ გუნდი მაინც ცდილობს ნაკლებად დატვირთოს ახლად გამოჯანმრთელებული კარლესი. პირველი გუნდის ფეხბურთელებთან ერთად დღეს მოედანზე ”ბარსა ბ”-ს ფეხბურთელი, ტიაგო გამოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ ”ბარსელონა” კვირას ”კამპ ნოუზე” გარამთავს მატჩს ”ესპანიოლის” წინააღმდეგ. თამაში თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.


