ემილი რუსო გასული კვირის ვარსკვლავად იქცა და მისი ნათქვამი სიტყვები, ესპანური გამოცემების გარეკანზე აღმოჩნდა.
“ვიღაც ბიუჯეტში ხელს აფათურებდა,” – თქვა რუსომ და ამ ციტატამ მთელი ესპანეთი მოიარა.
Marca-ს ჟურნალისტებმა, “ბარსელონას” ფეხბურთელების, მწვრთნელების და ხელმძღვანელების მიერ წარმოთქმული პოპულარული გამონათქვამები გაიხსენეს.
ჟოან ლაპორტა: თუთიყუშის კვალობაზე, არცთუ ისე ცუდები ვართ
ლაპორტას გამოსვლა 2008 წელს ყველას კარგად ახსოვს. მან სიტყვა ემოციურად წარმოთქვა და წინადადება ცოტა უცნაური სიტყვებით დაასრულა.
“დიდი კრიტიკა მოდის ხალხისგან, რომლებიც ამბობენ, რომ “ბარსელონას” მხარდამჭერები არიან, მაგრამ ეს ასე არ არის. ისინი ჩვენს გაცურებას ცდილობენ, მე კი არ მიყვარს, როცა მოტყუებული ვრჩები. მახეში არ გავებმებით! თუ ისინი გულახდილად იტყვიან, რომ “ბარსას” მხარდამჭერები არ არიან, მაშინ მათ არავინ მოუსმენს.
თუთიყუშის კვალობაზე, არცთუ ისე ცუდები ვართ.”
ხოსე ლუის ნუნიესი: ამის გაკეთება დამლაგებელსაც შეუძლია
ნუნიესი ესპანური მედიის ერთ-ერთი საყვარელი რესპოდენტი იყო, რადგან ჟურნალისტებს, ხმაურიანი განცხადებებით, ხშირად ანებივრებდა.
“ბარსას” პრეზიდენტს კრუიფის ხედვა არ მოსწონდა სატრანსფერო პოლიტიკასთან დაკავშირებით და ამის შესახებ უკვდავი ფრაზა წარმოთქვა:
“გასულ წელს ჩვენ 2,000 მილიონი (პესეტა) დავხარჯეთ არაფერში. ჩეკის გამოწერა და ფულის გადახდა ჩემს დამლაგებელსაც შეუძლია.”
იოჰან კრუიფი: ფული უნდა ჩანდეს მოედანზე და არა ბანკში
ჰოლანდიელმა ლეგენდამ “ბარსას” ხელმძღვანელობას აგრძნობინა, რომ მათგან განსხვავებული ხედვა ჰქონდა:
“ფული უნდა ჩანდეს მოედანზე და არა ბანკში,” – წარმოთქვა კრუიფმა მაშინ, როცა დამატებით ინვესტიციას ითხოვდა.
ლუი ვან გაალი: ყოველთვის უარყოფითი, არასდროს დადებითი
ჰოლანდიელმა მწვრთნელმა ორი ლა ლიგის ტიტული, ორი კოპა დელ რეი და ევროპის სუპერ თასი მოიგო. გარდა ამისა, კარგად ახსოვთ მისი ხმაურიანი პრესკონფერენციებიც.
“ყოველთვის უარყოფითი, არასდროს დადებითი,” – გაუბრაზდა ვან გაალი ჟურნალისტს, რომელიც გუნდის შიდა სამზარეულოს საქმეების, კონფიდენციალურობის დარღვევაში ადანაშაულებდა.
სამუელ ეტო’ო: ისე ვმუშაობ, როგორც შავკანიანი
როდესაც ეტო’ოს პრეზენტაცია შედგა, მან წარმოთქვა ფრაზა, რომელსაც ბევრი არ ელოდა. ეს სიტყვები სხვადასხვა გამოცემების “ჰედლაინად” იქცა.
“მე ვმუშაობ, როგორც შავკანიანი, იმისათვის, რომ თეთრკანიანივით ვიცხოვრო.“
ჟოან გასპარი: ჩინ-ჩუნ ჩი ჩან-ჩუნ ჩი
ჟოან გასპარი, ნუნიესის მსგავსად ბევრ საინტერესო ფრაზას წარმოთქვამდა. 2001 წლის ივლისი ყველას განსაკუთრებულად დაამახსოვრდა. გასპარმა, რივალდოს კლუბიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ჭორებს უპასუხა.
“ის არ იყიდება” – თქვა გასპარმა, შემდეგ კი დაამატა – “გნებავთ ჩინურად გითხრათ? ჩინ-ჩუნ ჩი ჩან-ჩუნ ჩი”
პეპ გვარდიოლა: ის ამ ოთახში ნამდვილი ….. ბოსია (He’s the F…ing Boss in this room)
გვარდიოლას და მოურინიოს ძალიან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. ჟოზეს კრიზისი სწორედ პეპთან კონკურენციით დაიწყო და იმის მერე ჩვეულ სიმაღლეს ვერასდროს ვეღარ დაუბრუნდა.
ცნობილი იყო ჟოზეს გამოსვლები პრესკონფერენციაზე, ამიტომ პეპმა მას პრესკონფერენციის ოთახის ბოსი უწოდა და იქვე დაამატა:
“მისგან მოედანზე ძალიან ბევრს ვსწავლობ”.
პერედამ, პარერას სიტყვა გაიმეორა: “ფასი განსაზღვრულია”
“ფასი განვსაზღვრე” – ეს სიტყვები “სპორტინგის” დირექტორს ეკუთვნის, თუ ხესუს პერედას დავუჯერებთ. საქმე ჯოვანის ტრანსფერს შეეხებოდა, პერედა უკმაყოფილო იყო პარერას დამოკიდებულებით. შემდგომ ეტაპზე ფინანსურ დარღვევაშიც კი დაადანაშაულა.
ნარსის დე კარერასი: მეტი ვიდრე კლუბი
ალბათ ყველაზე ცნობილი ციტატა, რომელიც დავიწყებას არასდროს მისცემია. ეს წინადადება, სლოგანად, ნარსის დე კარერასის პრეზიდენტობისას იქცა, 1968 წლის, 17 იანვარს.
სლოგანი უკვე კლუბის დე-ენ-ემის ნაწილია.
ემილი რუსო: მგონია, რომ ვიღაც ბიუჯეტში ხელს აფათურებს
ბოლო ციტატა, გასული კვირის ვარსკვლავს ეკუთვნის. მისმა განცხადებამ მთელი მსოფლიოს მედია სივრცე მოიარა.




ჩინ ჩან ჩუნი ყველაზე კარგი იყო განსხვავებული და ორიგინალური
გასპარი რა კაცია ჩინ ჩან ჩუნიო 😂😂😂