“რივერ პლეიტის” მცველი, ალექსანდრ ბარბოსა არგენტინული კლუბის მთავარი მწვრთნელის, მარსელო გალიარდოს წარმატების საიდუმლოზე საუბრობს.
“გალიარდო ყველას ერთნაირად ეპყრობა, ყველაზე გამოცდილ ფეხბურთელს თუ ახალგაზრდას, რომელიც გუნდში სადებიუტო სეზონს ატარებს – მისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს.
მარსელო ყურადღებას არ აქცევს, მის განკარგულებაში მყოფ მოთამაშეს რა აქვს მოგებული ან საიდან მოვიდა. ყველა ფეხბურთელმა მაქსიმუმი უნდა აჩვენოს. მესი რომ “რივერ პლეიტში” გადმოვიდეს და რამე შეცდომა დაუშვას, გალიარდო მასაც არ დაინდობს”, – ციტირებს ბარბოსას სიტყვებს Sport.es.
44 წლის მარსელო გალიარდომ “მილიონარიოსთან” ერთად ლიბერტადორესის თასი ორჯერ მოიგო. 2015 წელს მისი გუნდი “ბარსელონას” მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე დაუპირისპირდა, თუმცა 0:3 დამარცხდა (გოლები ლეო მესიმ და ლუის სუარესმა (2) გაიტანეს). გასულ წელს არგენტინელ მწვრთნელს კატალონიურ გრანდსაც უკავშირებდნენ.


არ დაინდობს და აორთქლდება
მასეთი მწვრთნელი უნდა ზუსტად ბარსას დღეს
უმაგრესი მწვრთნელია გალიარდო და იმედია ერთ დღესაც ევროპულ გრანდში დაამტკიცებს საკუთარ შესაძლებლობებს.
ნელა ზვიადი