workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რაფა მარკესი შესაძლოა ანრის გაჰყვეს “MSL”-ში

რაფა მარკესი შესაძლოა ანრის გაჰყვეს “MSL”-ში

 მიუხედავად იმისა, რომ რაფა მარკესს კლუბთან კონტრაქტი 2012 წლამდე აკავშირებს, სეზონის დასასრულს მექსიკელის მიერ ნათქვამი სიტყვები უფრო გამოსამშვიდობებელს ჰგავს.
31 წლის მექსიკელს ამ სეზონში იშვიათად უწევდა მინდორზე გამოსვლა(მხოლოდ 14-ჯერ) და ამიტომაც არსებობს შანსი, რომ იგი ამერკიაში გადაბარგდება. გასულ სეზონშიც რაფა ახლოს იყო “ლოს ანჯელეს გალაქსში”(ამ გუნდში თამაშობდა დევიდ ბექემი) გადასვლასთან, მაგრამ მოლაპარაკებები ჩაიშალა და ახლა მექსიკელისთვის ბრძოლაში “კალიფორნია” ლიდერობს.
გავრცელდა ჭორი, რომ რაფა მარკესი და ტიერი ანრი ერთად აპირებენ ამერიკაში გადაბარგებას. ფრანგი ვეტერანით დაინტერესებულია “ნიუ იურკ რედ ბულსი”, რომელსაც გაძლიერება ბოლო ტურების წინ სურს.
ამერიკის საფეხბურთო ლიგაში სატრანსფერო ფანჯარა შუა ივლისში იხსნება და შესაძლოა მათ ორი “ბარსელონელი” შეუერთდეს.
წყარო: www.sport.es

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში