“მანჩესტერ იუნაიტედის” სერბმა ნახევარმცველმა, ნემანია მატიჩმა ერთმანეთს ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ შეადარა.
” რა თქმა უნდა, რონალდუს ნიჭი აქვს, თუმცა მისი წარმატება შრომის დამსახურებაა. მესი ტალანტია – არ ვამბობ, რომ ის არ შრომობს, რა თქმა უნდა, ლეო ამას აკეთებს, მაგრამ ისინი განსხვავებულნი არიან.
ვერ ვიტყვი, თუ რომელია უკეთესი. ვფიქრობ, ბოლო 15 წლის განმავლობაში ორივე მათგანი საუკეთესოა. 15 წელი ასეთი მაღალი დონის შენარჩუნება ძალიან რთულია. მარტივი არაა, ყოველთის საუკეთესო იყო”,– ციტირებს მატიჩის სიტყვებს Omnisport.
მესისა და რონალდუს დაპირისპირება ათწლეულზე მეტია გრძელდება. გასულ დეკემბერში ლეომ კარიერაში მე-6 “ოქროს ბურთი” მოიგო, რაც რეკორდი და კრიშტიანუს გამარჯვებებზე ერთით მეტია.
ამ სეზონში არგენტინელს 31 მატჩში 24 გოლი აქვს გატანილი, ხოლო პორტუგალიელს – 32 მატჩში 25 ბურთი.
რაც შეეხება მატიჩს, სერბი “მანჩესტერ იუნაიტედში” 2017 წლიდან ასპარეზობს. წლევანდელ სეზონში მან 22 შეხვედრაში თავი 1 გოლით გამოიჩინა.
არც მწვადი დაწვა არც შამფური