workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
“ლაიფციგში” ვერნერის წასვლაზე არ ფიქრობენ

“ლაიფციგში” ვერნერის წასვლაზე არ ფიქრობენ

“ლაიფციგის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ოლივერ მინტცლაფმა, განმარტა, რომ მისთვის სრულიად გაურკვეველია ის ჭორები, რომელთა მიხედვითაც, ტიმო ვერნერი ზაფხულში გუნდს დატოვებს.

24 წლის გერმანელი გუნდის ლიდერის მომავალს აქტიურად უკავშირებენ პრემიერ ლიგის გიგანტებს, “ლივერპულსა” და “ჩელსის”. ამას გარდა, რა თქმა უნდა, მიუნხენის “ბაიერნიც” იჩენს მის მიმართ ინტერესს. “ბარსელონა” კი მას ლაუტარო მარტინესის ერთ-ერთ ალტერნატივად მიიჩნევს.

მინტცლაფმა გერმანელის კონტრაქტზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც 2023 წელს სრულდება.

“ვერნერთან დაკავშირებით, ძალიან მშვიდად ვარ”: განუცხადა მან Sky Germany-ს.

“მას გუნდის დატოვების სურვილი ჯერ არ გამოუთქვამს და არც უნდა ჰქონდეს. კონტრაქტი კი 2023 წლამდე აქვს დადებული.”

ვერნერი 2016 წელს “ლაიფციგში” გადასვლის დღიდან აბსოლუტური მონსტრია. მის ანგარიშზე, ბუნდესლიგაში ჩატარებულ 150 შეხვედრაში, 88 გოლი და 39 ასისტია.

მიმდინარე წელს ის საუკეთესო სეზონს ატარებს. ყველა ტურნირზე ჩატარებულ 36 შეხვედრაში, გერმანელმა 27 გოლის გატანა და 12 ასისტის გაკეთება მოახერხა. აქედან ბუნდესლიგაში 21 გოლი და 7 საგოლე გადაცემა აქვს, რაც ფენომენალური შედეგია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • M10 S9 D11
    schedule 10 აპრ 2020, 22:44
    #1

    ბარსა არ აქტიურობს თორეე