workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ემილი რუსო: ეს ხელმძღვანელობა კლუბის საჭიროებებს ვერ ერგება

ემილი რუსო: ეს ხელმძღვანელობა კლუბის საჭიროებებს ვერ ერგება

“ბარსელონას” უკვე ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ემილი რუსო, RAC1-თან ინტერვიუში ჟოზეპ მარია ბართომეუს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მას ვადამდელი არჩევნების დანიშვნა არ სურს.

“ვიცე-პრეზიდენტობით მოხარული ვიყავი, თუმცა მირჩევნია, ღამით წყნარად მეძინოს.

აუცილებელია, კლუბის წევრებმა იცოდნენ, რომ კომპლექსური მომავალი გვაქვს. ეს ხელმძღვანელობა კლუბის საჭიროებებს ვერ ერგება.

აქ არაა საუბარი იმაზე, თუ ვინაა ცუდი, არამედ საქმე ღირებულებებს ეხება. დირექტორთა საბჭოს ზოგიერთ მოქმედ წევრს შესაფერისი ღირებულებები არ გააჩნია, ზოგი უკვე წავიდა. ბართომეუს არ სურს, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა”, – დაამატა რუსომ.

“გასულ კვირას ბართომეუმ გადადგომა გვთხოვა, რაც დაკავშირებული იყო იმ ფაქტთან, რომ აუდიტის ანგარიში მალე მზად იქნებოდა და ხელფასების შემცირების შეთავაზებული ოდენობა არ იყო საკმარისი პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების დასაფარად”.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ უახლოეს წარსულში პრესა რუსოს ბართომეუს მარჯვენა ხელად და “ბარსელონას” მომავალ პრეზიდენტად მოიაზრებდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • M10 S9 D11
    schedule 10 აპრ 2020, 21:07
    #2

    კაროჩე ყველა ლაპარაკობს საქმეს არავინ აკეთებს

  • Iniesta_8
    schedule 10 აპრ 2020, 21:01
    #1

    იძირება ნელ-ნელა ბართოომეუ ბოლოს მარტო თვითონ დარჩება ხელმძღვანელობაში და მოვიშორებთ იმედია, არ იცის მაგ კაცმა ფეხბურთი და შეეშვი თუ გინდა