ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს კატალონიის ”ბარსელონა” და ინგლისის ”მანჩესტერ იუნაიტედი” დაუპირისპირდებიან. სერ ალექს ფერგიუსონს ეჭვი არ ეპარება თავისი გუნდის შესაძლებლობებში, იტყობინება ”მარკა”.
გარდა ამისა, შოტლანდიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ფინალამდე ის კონსულტაციას გაივლის მადრიდის ”რეალის” ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელთან, ჟოზე მოურინიოსთან.
”ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატო უნდა გვეშინოდეს კატალონიელების, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ფანტასტიკურ გუნდთან მოგვიწევს დაპირისპირება. ჩვენ მათ წინააღმდეგ თამაშის სქემა უნდა შევიმუშავოთ. ვთვლი, რომ მატჩი ”უემბლიზე” საკმარისად ხარისხიანი იქნება. ფინალამდე მე კონსულტაციას გავივლი მოურინიოსთან. ჩვენ ხშირად ვესაუბრებით ერთმანეთს. მინდა ვისარგებლო ჟოზეს ინფორმაციით, ვინაიდან ამ მხრივ ის დიდ სარგებელს მოგვიტანს.” – განაცხადა ფერგიუსონმა.



