workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”რეალი” – უმწიკვლოთა ხროვა?

”რეალი” – უმწიკვლოთა ხროვა?

390 წუთიანი ”ელ კლასიკო” დასრულებულია. თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ნამდვილად არასასიამოვნო იყო ის, რაც მოედანზე ვნახე და რაც მატჩების დასრულების შემდეგ მოვისმინე.

მოედანზე გამოდიოდნენ მსოფლიო ჩემპიონები, საუკეთესო ფეხბურთელები, საუკეთესო მწვრთნელები და რაც მთავარია – უდიდესი ტრადიციებისა და ისტორიის მატარებელი გუნდები. თეორიულად, საფეხბურთო სამყარო კმაყოფილი უნდა ყოფილიყო იმ ფაქტით, რომ 18 დღის განმავლობაში ოთხ რაუნდიანი დუელის ყურების შესაძლებლობა მიეცა. მაგრამ ყველაფერი თეორიის მიხედვით არ მომხდარა. მოურინიოს დავესესხები და ვიკითხავ – რატომ? რატომ უნდა ვისაუბროთ ფეხბურთის გარდა სხვა რამეზე? რატომ?

”ბარსა” ჩემპიონთა ლიგის ფინალშია, იმიტომ, რომ უკეთესი გუნდია. კატალონიელები წინააღმდეგობებს მოედანზე თამაშით პასუხობენ და თავის მარცხში არ ადანაშაულებენ ”უეფას”, ”იუნისეფს”, შაკირას, ტომ ჰენკს თუ სხვებს… მადრიდელების შემთხვევა კი სრულიად განსხვავებულია. მათი მხრიდან მუდმივად ისმის საუბარი ”ბარსელონას” ფეხბურთელების სიმულაციებზე, მსაჯების მიკერძოებულობაზე და ა.შ. ისინი არ ცდილობენ დამარცხებაში საკუთარი თავი დაადანაშაულონ. მართალია – მსაჯები ნამდვილად ლმობიერები იყვნენ გუნდების, განსაკუთრებით კი მადრიდელების მიმართ. ჩემი სიტყვები მყარდება იმ ვიდეო მასალით, რომელსაც გთავაზობთ. მსაჯს რომ ფეხბურთელები არ დაენდო, ალბათ მატჩის ბოლოს ”რეალის” შემადგენლობაში მხოლოდ კასილიასი, იოზილი და კიდევ სამი-ოთხი მოთამაშე დარჩებოდა მოედანზე. ისმის შეკითხვა – ასეთი თამაშის შემდეგ, იმსახურებდა კი ”რეალი” ფინალში თამაშს? ”თეთრების” ფეხბურთელების ქცევები მოედანზე შეესაბამებოდა ”სამართლიანი თამაშის” პრინციპებს? მადრიდელებს აქვთ კი უფლება ისაუბრონ მსაჯის მიკერძოებულობაზე ”ბარსას” მიმართ? პასუხი ნათელია – რა თქმა უნდა, არა! 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში