როგორც იქნა, ფრანგი ფებურთელი მოედანს უბრუნდება. მან რამდეინმე წუთით იასპარეზა კიდეც მინდორზე. პუბლიკა მას ფეხზე ამდგარი შეხვდა და დიდი ოვაციებით შეეგებნენ, ფეხბურთელებმა კი მატჩის ბოლოს ჰაერში აისროლეს.
ერიკ აბიდალის დაბრუნება იყო ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი გუშინდელ 1/2 ფინალში. 15 მარტს მას აღმოუჩინეს ღვიძლის სიმსიმნე, თუმცა 2 თვიანი შესვენეის შემდეგ აბიდალი მინდროს დაუბრუნდა. ყველასათვის ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი იყო აბიდალის განაცხადში მოხვედრა. პეპ გვარდიოლა მას დაპირდა, რომ დროს მისცემდა მოედანზე გამოსასვლელად და ხოსეპმაც სიტყვა შეასრულა.
“კამპ ნოუს” ოვაცია
აბიდალის გამოჩენამ უდიდესი სიხარული გამოიწვია ფანებში, ისინი მთელი 15 წუთი ოვაციებით ხვდებოდნენ მას. შეხვედრის 88 წუთზე, ერიკმა კარლეს პუიოლი შეცვალა. სწორედ ამ დროს მთელი “კამპ ნოუ” ფეხზე დადგა და დიდი ოვაციით შეეგება დაბრუნებულ ერიკ აბიდალს.
თამაშის ბოლოს, კატალონიელმა ფეხბურთელებმა წრე შეკრეს, შემდეგ კი ერიკ აბიდალი ჰარეში აიტყორცნეს პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნად. ამით, რა თქმა უნდა, ერიკი ძალიან გახარებული და ბედნიერი იყო, იგი გრძნობს თანაგუნდელების სიყვარულს მისდამი. პუბლიკა კი კიდევ ერთხელ შეხვდა მას აპლოდისმენტებით.
ემოციები და მადლიერება
ამის შემდეგ, ერიკ აბიდალი “ბარსა ტვ”–ს ესაუბრა: “ასეთი რამ არასდროს განმიცდია აქამდე. ხალხის მხურვალე სიყვარულს ვგრძნობ და კატალონიელებო, მეც ძალიან მიყვარხართ, თქვენთვის ყოველივე საუკეთესოს გავაკეთებ მოედანზე, მაგრამ ეს სულ ასე ხდებოდა… თავს მშვენივრად ვგრძნობ. 3 კვირა უქმედ ვიყავი, მაგრამ ახლა სრული დატვირთვით ვვარჯიშობ. ჩემი ოცნება იყო, რაც შეიძლება მალე დავხმარებოდი გუნდს და ეს ასეც მოხდა. დიდი მადლობა სამწვრთნელო შტაბსა და პეპ გვარდიოლას ნდობისთვის. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მყავს ასეთი თანაგუნდელები და ფანები. ვნახოთ შევძლებთ თუ არა ფინალის მოგებას, ჩვენ გვსურს გავიმეოროთ 1992 წლის შედეგი. თუმცა ფინალამდე არის ძალიან ბევრი ვარჯიში და შეხვედრა, რომელიც წარმატებით უნდა დავასრულოთ”.



