workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დე ბლეკერემ მოურინიოს უპასუხა

დე ბლეკერემ მოურინიოს უპასუხა

დღეს გაიმართება ”უეფას” ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარ-ფინალური შეხვედრა კატალონიის ”ბარსელონასა” და მადრიდის ”რეალს” შორის, რომელსაც ბელგიელი რეფერი, ფრანკ დე ბლეკერე განსჯის.

დე ბლეკერე მოგვევლინა მსაჯის როლში შარშან, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარ-ფინალურ შეხვედრაში, სადაც ერთმანეთს ”ბარსელონა” და ”ინტერი” უპირისპირდებოდნენ. აღნიშნულ მატჩში ბელგიელმა არბიტრმა მოედნიდან ”ინტერის” ფეხბურთელი, ტიაგო მოტა გააძევა, რის გამოც ჟოზე მოურინიოს რისხვა და კრიტიკა დაიმსახურა. მოურინიომ მსაჯი ”ბარსელონას” სასარგებლოდ გადაწყვეტილებების მიღებაში დაადანაშაულა. მართალია, შეხვედრა კატალონიელების გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში გატანილი გოლების წყალობით ფინალის საგზური იტალიელებს ხვდათ წილად.

”როდესაც უმაღლესი დონის არბიტრი ხარ, მზად უნდა იყო როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი კრიტიკისთვის. ამაზე ორი აზრი არ არსებობს.” – განაცხადა დე ბლეკერემ.

მოგეხსენებათ, პირველი შევედრის შემდეგ გუნდებმა ”უეფაში” წერილები გააგზავნეს და მეტოქის დასჯა მოითხოვეს. მოთხოვნა ”უეფას” მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული. შესაბამისად დღევანდელი მატჩი დაძაბულ გარემოში ჩაივლის. ”რა თქმა უნდა, კარგად ვიცი რა მოხდა წინა შეხვედრაში, მაგრამ ამას ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა. ყველა მატჩს თავისი ისტორია აქვს. ჩემს ასისტენტებთან ერთად შევეცდები ისე ვიმუშაო, რომ მხოლოდ ფეხბურთზე გაკეთდეს კომენტარები.”

ბლეკერე, რომელიც სამსაჯო კარიერას სავარაუდოდ წლის ბოლოს დაანებებს თავს, თვლის, რომ ”კლასიკოს” განსჯა ღმერთის საჩუქარია მისი კარიერის ბოლოს.

შეკითხვაზე, ისურვებდა თუ არა ფინალში მსაჯობას, ბლეკერემ ასეთი კომეტარი გააკეთა: ”ეს ჩემი ოცნებაა. თუმცა ნახევარ-ფინალში ”ბარსელონასა” და ”რეალის” მატჩის განსჯა საუკეთესო მოგონებათა სამეულში შევა. უკიდურესად მადლიერი ვარ, რომ მე ამირჩიეს.”- განაცხადა დე ბლეკერემ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward