“ბარსელონა” იმ მრავალი გუნდის სიას შეუერთდა, რომლებიც “ლაიფციგის” ცენტრალური მცველის გადაბირებას ეცდებიან.
21 წლის დაიო უპამეკანო, როგორც ბუნდესლიგაში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე, შესანიშნავად გამოიყურება და დიდი წვლილი მიუძღვის გუნდის წარმატებაში.
კიკე სეტიენი გუნდში ცენტრალური მცველის მიყვანას პრიორიტეტულად მიიჩნევს, გამომდინარე იქედან, რომ უმტიტის ქრონიკული ტრავმები აქვს, ტობიდო კი სავარაუდოდ “შალკეში” გადაბარგდება.
ფრანგის შეძენით, ყველაზე მეტად “არსენალია” დაინტერესებული. ლონდონელებმა სოლიდური თანხა უკვე გადადეს.
ფრანგული Le10 Sport-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებები დიდხანს გაგრძელდება და “ლაიფციგი” ეცდება მაქსიმალური სარგებელი მიიღოს.
მიუხედავად იმისა, რომ უპამეკანოს კონტრაქტის მიხედვით მხოლოდ ერთი წელი აქვს “ლაიფციგთან” დარჩენილი, მისი ფასი 50 მილიონ ევროს შეადგენს.




ლაიფციგში ვერნერს ვაკვირდები ხოლმე არ ვიცი რას ყომარობს ეს მარა როგორც უმრავლესობა წერს კარგი ბიჭი ჩანს
ძლივს ეს და ტოდიბო და ვსო მოგვარებულია
მერე იჩალიჩონ ცუდი ფასი არაა 50 მილიონი, მარა სანამ თვალებს გაახელენ ალბათ სხვა იყიდის 😀
ორი წლის წინ ვინ უშლიდა ბარსას ხელს, თოთქმის გადაწყვეტილი ქონდათ და მერე ლენგლე იყიდეს, უმტიტის ტრამვის გამო
1წელი ქონდა აზარს დარჩენილი და ერთ ერთი საუკეთესო მოთამაშის 100მილიონად გაყიდვა მოუწია ჩელსის))), 21 წლის ფეხბურთელში უფრო ვერ უნდა მოითხოვონ მაგდენი მითუმეტეს მცველში))) 21 წლის იქნება თუ 22 არაქვს დიდი მნიშვნელობა, 30 ად უნდა შეძლონ ყიდვა წესოთ მოკლედ, თუარადა ჩაილაგებს ლაიფციგი)