“ბარსელონას” ლეგენდა, რივალდო, ესპანური გუნდის ფრანგ თავდამსხმელზე, ანტუან გრიზმანზე საუბრობს.
“ის კოუტინიოს მაგონებს.
მსოფლიოს ჩემპიონისგან, რომელიც ესპანურ ფეხბურთს უკვე მიჩვეულია, უფრო დიდი გავლენის მოხდენას ველოდი. განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ ფილიპე კოუტინიო აქ აღარ არის, ლუის სუარესი და უსმან დემბელე კი ვერ თამაშობენ.
ვფიქრობ, გრიზმანს მეტის გაკეთება მაინც შეუძლია. იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ის “ბარსელონას” სტილსა და ტაქტიკას უკეთ მოერგება და გუნდში თავის კვალს ლეო მესის წასვლის შემდეგაც დატოვებს. მას ამის უნარი ნამდვილად აქვს”. – ამბობს ბრაზილიელი Betfair-თან საუბარში.




ატლეტიკოში გრიზმანი არ იყო ლიდერი?
იმის ნახევარი არაა რაც ატლეში იყო, მაგრამ ეგ უკვე სტილის გამოცაა, თან წინა წელს ისეთი რაღაც გააკეთა ჯერ კიდევ ვერაა კარგ სიტუაციაში გუნდში, რაღაც წნეხის ქვეშაა მაინც რაც სამწუხაროა და იმედია შევა ფორმაში.
რა იცი რომ 3-4 წელი იქნება?
მინიმუმ 3-4 წელი იქნება. მსოფლიო ჩემპიონატს ბარსას ფეხბურთელის რანგში შეხვდება, 2022 წლის დეკემბერში ბარსაში იქნება და რა თქმა უნდა სეზონსაც ჩაამთავრებს, შემდეგ 1 წელი კიდევ იქნება.
მეტი შეუძლია ამ ფეხბურთელს იმედია მოუმატებს და შევა ფორმაში
მართალია ამ შემთხვევაში მოსამატებელი აქვს გრიზმანს
რა იცი რომ 3-4 წელი იქნება?
მესი 3-4 წელი ბარსაში იქნება და გრიზი მაგ დროს უკვე 32-33 წლის იქნება, რა უნდა გააკეთოს მაგ ასაკში მესის შემდეგ???