workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” 2010/2011 (ნაწილი I)

“ბარსელონა” 2010/2011 (ნაწილი I)

მოგესალმებით ძვირფასო მომხმარებლებო! ამ სტატიის დაწერა გადავწყვიტე ჩვენი საიტის მომხმარებლის, Barca-Boy20-ის თხოვნით. “კულეებო”, მინდა კიდევ ერთხელ გაგახსენოთ წლევანდელი “ბარსელონას” სიძლიერე, ის მსოფლიოში საუკეთესო კლუბია. ამას ვამბობ მხოლოდ მიმდინარე სეზონის მიხედვით და არა ტიტულებით დახუნძლული განვილილი ორი წლის გამო. საკმარისია ნახო “ბარსას” თამაშები, კომბინაციები, მომენტები, რომ იმ წამსვე მიხვდები რას წარმოადგენს ეს კლუბი. ბოლო წლებში, გუნდმა უამრავი გულშემატკივარი გაიჩინა, იმდენი, რამდენიც ზოგიერთ კლუბს საერთოდაც არ ჰყოლია. (ზოგიერთებისთვის ეს სასაცილოც კია, რომ “ბარსელონას 2წლიანი” ფანები ჰყავს, მაგრამ ყურადღების მიქცევა არ ღირს). მოდით, თვალი გადავავლოთ ამ წლის “ბარსელონას” თამაშებს, საინტერესო ფაქტებსა და ა.შ. თავიდან მაინც მოულოდნელობებით დავიწყებ.

1) მარცხი “ჰერკულესთან”–სეზონის დასაწყისში ეს ყველაზე დიდი მოულოდნელობა იყო, არამარტო “ბარსას” გულშემატკივართათვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ლა ლიგაში წელს გადმოსულმა “ჰერკულესმა”, მოახერხა და მეორე ტურშივე შეძლო ისეთი დიდებული კლუბის დამარცხება, როგორიც “ბლაუგრანაა”. არ დავიწყებ თავის მართლებას და პირდაპირ ვიტყვი, რომ მეტოქე არ დავაფასეთ, შესაბამისად ღირსებიც ვიყავით წაგებისა. ამ შეხვედრაში, პარაგვაელმა ნელსონ ვალდესმა, დუბლი გაიფორმა და ორჯერ შეარხია ვიქტორ ვალდესის კარის ბადე. გავიხსენოთ ეს ეპიზოდიც:

[media=http://www.youtube.com/watch?v=ZTVR05v3mAY]

2) საფეხბურთო გაკვეთილი–ბუნებრივია საუბარი მაქვს 2010 წლის 29 ნოემბერზე. დღეზე, როდესაც “ბარსელონამ” გაანადგურა, მიწასთან გაასწორა მადრიდის “რეალი”. უცხოურმა პრესამ ეს შეაფასა, როგორც “საფეხბურთო გაკვეთილი”, ჩვენი საიტის მომხმარებელმა, Seydou-მ კი ეს შეაფასა, როგორც “ჯოჯოხეთი”. ალბათ დამეთანხმებით, რომ ორივე ვარიანტი მისაღები და 100%–იანია. ამ მატჩში ძალიან დიდი ყურადღება ექცეოდა პირად დუუელებს, მაგალითად: მესი–რონალდო, ჩავი–ალონსო, ალვეში–რამოსი და ვალდესი–კასილიასი. მოდით ორი სიტყვით გავიხსენოთ ეს დუელები. მესი–რონალდო: ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ არგენტინელმა დაჯაბნა პორტუგალიელი ყველა ასპექტში. ლეო მესიმ გოლის გატანის გარდა მოედანზე ყველაფერი გააკეთა და შესაბამისად, 2 საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში. რონალდოს კი დასამახსოვრებელი საერთოდ არაფერი გაუკეთებია, გარდა იმისა, რომ გვარდიოლას ხელი კრა. ჩავი–ალონსო: დავიწყვებ და დავამთავრებ იმით, რომ ჩავიმ გაიტანა გოლი და მიიღო მაღალი შეფასება. მეტს არაფერს ვიტყვი ამ წყვილზე, დასკვნები თქვენთვის მომინდია. ალვეში–რამოსი: აქაც არ ვიტყვი ბევრს და შეგახსენებთ ერთ ეპიზოდს, რომესაც 3 უსამოვნო ინციდენტი მოჰყვა: მესის “მოჩეხვა” რამოსის მიერ, რომელსაც მოჰყვა ლიონელის მიკრო ტრავმა, პუიოლზე ხელის დარტყმა და ჩავიზე ხელის მიკვრა. დაკსვნები კვლავ თქვენზეა. რაც შეეხება ვალდესი–კასილიასის წყვილს, აქ მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი და მეტი ნამდვილად არ არის სათქმელი: მატჩი დასრულდა ანგარიშით 5:0. გავიხსენოთ ეს მატჩიც:

[media=http://www.youtube.com/watch?v=Rnf-zlGDbAY]

ახლა კი მინდა უშუალოდ ფეხბურთელებზე გადავიდე. მოგეხსენებათ, სეზონის დასასრულისკენ აბიდალის ტრავმის გამო ძირითადი თერთმეტეული შეიცვალა, მაგრამ მინდა ვისაუბრო იმ 11 კაცზე, რომლითაც “ბლაუგრანამ” ასპარეზი დაიწყო: ვალდესი, ალვეში, პიკე, პუიოლი, აბიდალი, ინიესტა, ბუსკეტსი, ჩავი, პედრო, მესი, ვილია. მინდა გავიხსენოთ თითოეულის თამაში.

1) ვიქტორ ვალდესი–ის უბრალოდ ბრწყინვალეა მიმდინარე სეზონში. იგი შესანიშნავად აანალიზებს ნებისმიერ ეპიზოდს და გამოაქვს სწორი დასკვნები. ვიქტორმა არაერთხელ გვიხსნა გაშვებული გოლისგან. ალბათ გახსოვთ, 4–5 წლის წინ ვალდესის თამაში, იგი ძალიან ადვილად აბარებდა ბურთს მეტოქეს, რომელსაც სახიფათო კონტ–შეტევები მოყვებოდა ხოლმე, მაგრამ ნუთუ დღეს ასეთი კაცი იცავს “ბლაუგრანას” კარს? არა მეგობრებო, იგი ნამდვილ პროფესიონალად ჩამოყალიბდა და დღეს საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ესპანეთსა და მთელს ევროპაში. ვიქტორს ყველაზე ნაკლები გოლი აქვს გაშვებული.

[media=http://www.youtube.com/watch?v=0buaqSs9PdI]

2) დანიელ ალვესი–ბრაზილიელი უდავოდ ერთ–ერთი ლიდერია გუნდისა. შესანიშნავად შეეწყო “ბარსას” სტილს და დაეპატრონა მარჯვენა ფლანგს. დანი ამპლუით მცველია, თუმცა იშვიათად თუ ნახავთ მას საკუთარ ნახევარზე, იგი სისხლს უშრობს მეტოქე მცველებს. ალვეშმა საკუთარი თავი ასე დაახასიათა: “მცველი თავდამსხმელის სულით”. ამით ყველაფერი ნათქვამია. ვიდეოში, რომელსაც შემოგთავაზებთ, მხოლოდ იმას გაჩვენებთ, როგორ გაიტანა მან სეზონში საუკეთესო გოლი.

[media=http://www.youtube.com/watch?v=HI1L8RiWAFM]

3) ხერარდ პიკე–კატალონიელი მცველი მართლაც შესანიშნავ სეზონს ატარებს. როგორც სჩვევია, არის უშიშარი და აგრესიული. მას მცირე ჩავარდნა ჰქონდა, თუმცა ფსიქოლოგიურად მოძლიერდა და ახლა ბევრად პროდუქტიულია. ახალგაზრდა მცველმა რომანი გააბა კოლუმბიელ მომღერალთან, შაკირასთან. ზოგი მის ჩავარდნას შაკირასთან ურთიერთობას აბრალებდა, თუმცა ხერარდმა ჭორები გააქარწყლა და ჩვეულად ათამაშდა.

  [media=http://www.youtube.com/watch?v=ehB117ks7uo] 

4) კარლეს პუიოლი–ნამდვილი ლომი. დაუღალავი, ენერგიული, ძლიერი და რავიცი კიდევ რა შეიძლება დაარქვა ასეთ ადამიანს. მოკლედ ყველანაირად დადებითი ფეხბურთელი. გუნდის კაპიტანი, რომელსაც არცერთი წამით არ გაურბის სადავეები ხელიდან, მისი სიტყვა გუნდში კანონია, მას არავინ ეწინააღმდეგება, თუმცა ის არავისზე მაღლა არ აყენებს თავს და ბოლომდე იხარჯება მოედანზე. მან სამთვიანი ტრავმა გადაიტანა, თუმცა დაბრუნდა და პირველივე შეხვედრაში აჩვენა ვინ არის ნამდვილი მცველი! მოკლედ უბრალოდ კარლეს პუიოლი.

 [media=http://www.youtube.com/watch?v=jarP8oVA_7c]

5) ერიკ აბიდალი–ფრანგი მცველისთვის ეს სეზონი საუკეთესო იყო თავის კარიერაში და ასეც გაგრძელდებოდა რომ არა ღვიძლის სიმსიმნე… აბიდალი ყველასათვის შესაშურ ფორმაში იყო, მეტოქეს მასზე წინა არ უშვებდა, ატოვებინებდა ბურთს და ხახამშრალს ტოვებდა. სამწუხარო დაავადებამ მას გამოუწერა სეზონის ბოლომდე დასვენება, რის გამოც მარტის 18 რიცხვიდან იგი ლაზარეთშია. გავბედავ და ვიტყვი, რომ აბიდალი საუკეთესო იყო “ბარსელონას” რიგებში მანამ, სანამ მოედანზე ასპარეზობდა.

 [media=http://www.youtube.com/watch?v=9QPC89UFy3Y]

6) ანდრეს ინიესტა–კაცი, რომელიც ყველა მატჩს ერთ დონეზე ატარებს, უმაღლესზე! ეს ადამიანი შეუცვლელია “ბარსელონასთვის” იგი უბრალოდ ფანტასტიური მოთამაშეა. ფლობს შესაშურ ტექნიკას, ბურთის ფლობას, დრიბლინგს, სისწრაფეს, მოედნის ხედვას, პასის სიზუსტეს… მოკლედ ის უნივერსალია. დაბადებული და შექმნილი “ბარსელონასთვის”. ანდრეს ინიესტა ლუხანი, შეუცვლელი წევრი!

 [media=http://www.youtube.com/watch?v=J4hTcRtLI7c]

7) სერხიო ბუსკეტსი–მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საუკეთესო ჩამშლელია. ახორციელებს სუფთა ვარდნებს და მშრალზე ტოვებს მეტოქეს. მებრძოლი ხასიათი და დაუშრეტელი ენერგია. იგი სულ რაღაც 22 წლისაა, მაგრამ შეუცვლელია “ბარსასთვის”. აბიდალისა და პუიოლის ტრავმის გამო, მან ძალიან დიდი ხანი გაატარა ცენტრალური მცველის პოზიციაზე და უბრალოდ გეტყვით, გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალშია და 8 ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს ლა ლიგას. აქ უვკე ყველაფერი ნათქვამია.

                                         [media=http://www.youtube.com/watch?v=H3sx37ohDKw]

8) ჩავი ერნანდესი–ნუთუ ამ სახელის გაგონებაზე რამის დამატება გჭირდებათ? უბრალოდ ვიტყვი, 30 წელს გადაცილებული ფენომენი, რომელიც მოდენის ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერ მოძრაობას ამჩნევს და მოქმედებს უსწრაფესად. მთავარია ფეხბურთელმა მოინდომოს და ჩავი ბურთს პირდაპირ ფეხზე “დაადებს”. ბევრს არ ვილაპარაკებ ამ ფენომენზე და უბრალოდ ვიდეო.

 [media=http://www.youtube.com/watch?v=L64lknVu4vc]

9) პედრო როდრიგესი–”პედრიტო” მართლაც აღმოჩენა გახდა მთელი მსოფლიოსთვის. კატალონიელი ახალგაზრდა შესანიშნავად ასპარეზობს შეტევის მარჯვენა ფლანგზე. არის ძალიან სწრაფი, ხმარობს ორივე ფეხს ერთნაირად, აქვს ზუსტი და უძლიერესი დარტყმა, ფლობს შესაშურ ტექნიკას. მოკლედ ახალგაზრდა “ბლაუგრანელი” ნამდვილად ძალიან სასურველი ფორვარდია ყველა კლუბისთვის.

 [media=http://www.youtube.com/watch?v=fSqtnZJv9jE]

10) ლიონელ მესი–გენია, ფენომენი. ადამიანი, რომლისთვისაც შეუძლებელი არაფერია. უბრალოდ ზედმეტია მასზე რაიმეს თქმა, ის მსოფლიოს ორგზის საუკეთესო ფეხბურთელია და ზედიზედ მეორე წელია ოქროს ბურთს არავის უთმობს. არგენტინელი ბიჭუნა, რომელიც სიმაღლეში მხოლოდ 169 სანტიმეტრია, მსოფლიოს აზანზარებს და წელს იგი შევიდა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის.

 [media=http://www.youtube.com/watch?v=L-6K9-xAjSA]

11) დავიდ ვილია–”ბარსელონას” წლევანდელი შენაძენი, რომელმაც ნამდვილად გაამართლა და ვერავინ იტყვის იმას, რომ ვილიას ცუდი დებიუტი ჰქონდა. მან უკვე 18 გოლი გაიტანა ლა ლიგაში და არ არის გამორიცხული კიდევ დაამატოს, რაც ურიგო შედეგი ნამდვილად არ არის. იგი წლის საუკეთესო ცენტრ–ფორვარდად დაასახელეს, მოგეხსენებათ იგი ჩავისთან, ინიესტასთან, ბუსკეტსთან, ვალდესთან, პუიოლთან, პიკესთან და პედროსთან ერთად მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონი გახდა.

 [media=http://www.youtube.com/watch?v=Zg-0To3XGfk]

მოკლედ მეგობრებო, ჩვენ ვქომაგობთ საუკეთესო კლუბს მსოფლიოში და ასე გავაგრძელოთ. Visca el Barca, Visca El Catalynia!!!

მეორე ნაწილს შემოგთავაზებთ უახლოეს მომავალში… 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში