workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
CONMEBOL-ის შესარჩევი გადაიდო: მესისა და თანაგუნდელებს კარანტინში არ მოათავსებენ

CONMEBOL-ის შესარჩევი გადაიდო: მესისა და თანაგუნდელებს კარანტინში არ მოათავსებენ

სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, CONMEBOL-მა, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩების გადადების გადაწყვეტილება მიიღო. 

შესაბამისად, “ბარსელონას” მოთამაშეები, რომლებიც ნაკრებებთან ერთად სამხრეთ ამერიკაში უნდა გამგზავრებულიყვნენ, ესპანეთში დარჩებიან. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არც სავალდებულო 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. 

ეს სიახლე ლიონელ მესის გარდა ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველ არტურსა და ჩილეს ერთ-ერთ ლიდერს, არტურო ვიდალს ეხება. ლუის სუარესი, ტრავმის გამო, ნაკრებს ისედაც არ შეუერთდებოდა. 

როგორც იცით, მარტში დაგეგმილი ლა ლიგის მატჩები დღეს გადაიდო და დიდი ალბათობით, ასევე მოხდება ჩემპიონთა ლიგის შემთხვევაშიც. ასე რომ, “ბარსას” ფეხბურთელებს, სულ მცირე, აპრილამდე თამაში არსად მოუწევთ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში