ოფიციალურად: “ლა მასია” იკეტება

ოფიციალურად: “ლა მასია” იკეტება

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონას” საფეხბურთო აკადემია “ლა მასია”, კორონავირუსთან დაკავშირებით, 2 კვირით იკეტება.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, უალოესი 2 კვირის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით სამოყვარულო და ბავშვთა გუნდების თამაშები არ ჩატარდება. ეს გადაწყვეტილება ეხება როგორც “ბლაუგრანას” ახალგაზრდულ გუნდებს, ასევე “ბარსა ბ”-ს.

კატალონიური კლუბის გადაწყვეტილებით, ამ 2 კვირის განმავლობაში ვარჯიშს მხოლოდ “ბარსა ბ” და 19-წლამდელთა გუნდები განაგრძობენ. ყველა სხვა გუნდი ვარჯიშს წყვეტს, “ლა მასია” კი 2 კვირით იკეტება.

ახალგაზრდა ფეხბურთელები ოჯახებს დაუბრუნდებიან და ისინი სწავლებას დისტანციურად განაგრძობენ.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (2)

  • Bobi
    12 მარ 2020, 01:03

    ციტატა: რაღაცნაირი
    შანსია რომ პირველ 4 ადგილოსანს შორის ჩაატარონ ურთიერთშეხვედრები და ისე გამოავლინონ გამარჯვებულები დივიზიონებში. წარმოიდგინეთ დღევანდელი მდგომარეობით , ხეტაფე, გლადბახი, ჩელსი და ა.შ გახდნენ შესაძლოა ჩემპიონები. ძაან რთული მდგომარეობაა , როგორ გინდა მოძებნო სამართლიანი გამოსავალი…

    მართლა დიდი უსამართლობა იქნება, იმედია რამე სხვა გამოსავალს იპოვიან, თან გასავარდნი ზონის გუნდებს რას უზავენ ეგეც საინტერესოა

  • რაღაცნაირი
    12 მარ 2020, 00:06