როგორც მოგეხსენებათ, “ბარსელონა” ლაუტარო მარტინესის შეძენას აქტიურად ცდილობს. FCInterNews-ის ცნობით, კატალონიელები არგენტინელი ფორვარდის შესაძენად 70 მილიონს ევროს პლუს ნელსონ სემედუს და არტურო ვიდალის დათმობას აპირებენ.
თუმცა, Tribuna.com გვთავაზობს 4 უკეთეს გზას “ბარსელონასთვის” ლაუტაროს გადმოსაბირებლად.
1. არასაჭირო ფეხბურთელების შეთავაზება
ივან რაკიტიჩი
ივან რაკიტიჩი აღარ არის “ბარსას” ძირითადი შემადგენლობის წევრი. ყოველ შემთხვევაში მაშინ, როდესაც გუნდი ძირითადი ნახევარმცველებს (არტური, დე იონგი, ბუსკეტსი) არ მოისაკლისებს. მისი ხელშეკრულების ვადა 1 წელში იწურება, ამიტომ დიდი ალბათობით, იგი გუნდს დატოვებს.
სერჟი რობერტო
“ბარსელონას” მე-4 კაპიტანზე, სერჟი რობერტოზე კატალონიელთა ყოფილმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ განაცხადა, რომ მას ნახევარდაცვაში დააბრუნებდა, თუმცა რობერტოს პოზიცია არ შეიცვალა და ის კვლავ მარჯვენა ფლანგზე დარჩა. ახლა კი, როცა სემედუმ ძირითად შემადგენლობაში ადგილი მოიპოვა, რამდენად სავარაუდოა სერჟი სასტარტოში კვლავ მოხვდეს?! კიკე სეტიენის გუნდში მოსვლის შემდეგ, ნელსონ სემედუმ თამაშს მოუმატა. მისმა ეფექტურობამ იმატა, ამიტომაც ნაკლებ სავარაუდოა პორტუგალიელი გაიყიდოს.
არტურო ვიდალი
ისევე, როგორც რაკიტიჩის, არტურო ვიდალის კონტრაქტიც 1 წელში იწურება. “ინტერის” თავკაცი, ანტონიო კონტე ჩილელის დიდი გულშემატკივარია (ისინი ერთად “იუვენტუსში” მუშაობდნენ) და მისი “ნერაძურიში” მიყვანა სურს. ასე რომ, “მეფე არტურომ”, შესაძლოა, ლაუტაროს ტრანსფერში დიდი როლი ითამაშოს.
2. ტრანსფერში იმ მოთამაშეების ჩართვა, რომლებიც “ბარსას” ვერ მოერგნენ
ანტუან გრიზმანი
ანტუან გრიზმანმა “ბარსელონას” ფანებს იმედები გაუცრუა. კატალონიელთა ქომაგებს მისგან დიდი მოლოდონი ჰქონდათ, 28 წლის ფრანგი გამოიყენეს როგორც ფლანგებზე, ასვე ცენტრალურ შემტევად, თუმცა იგი “ბარსას” 11-ეულს ვერ მოერგო.
“ბარსელონა” გრიზმანს ლუის სუარესის შემცვლელად განიხილავდა, თუმცა ეს იდეა, ჯერჯერობით, არ ამართლებს, ამიტომ “ბარსამ” მისი ლაუტაროს ტრანსფერში ჩართვა უნდა განიხილოს.
ფილიპე კოუტინიო
ფილიპე კოუტინიომ, გრიზმანის მსგავსად, “ბარსელონაში” ვერ ითამაშა. ბრაზილიელი პოზიციით შემტევი ნახევარმცველია, ერნესტო ვალვერდემ კი მისი გამოყენება ნახევარდაცვაში და მარცხენა შემტევის პოზიციაზე სცადა, თუმცა ყველაფერი კრახით დასრულდა. კოუტინიო განიხილებოდა ანდრეს ინიესტას შემცვლელადაც, მაგრამ ამჟამად იგი იჯარის წესით “ბაიერნშია” განათხოვრებული. მისი ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა და ახლა მხოლოდ 70 მილიონი ევრო ღირს. კოუტინიომ ევროპული კარიერა “ინტერში” დაიწყო, ამიტომ შესაძლოა მას იტალიაში დაბრუნება და იმის დამტკიცება სურდეს, რომ 2013 წელს მისი “ლივერპულში” გასხვისება შეცდომა იყო. ფილიპეს “ინტერში” გაშვება კი ლაუტაროს ტრანსფერში ჩართვას გამოიწვევს.
3. გამოსასყიდის გადახდა
გავრცელებული ინფორმაციით, ლაუტაროს შეძენა 111 მილიონ ევროდაა შესაძლებელი, თუმცა მისი აღნიშნულ თანხად შეძენა 1 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით შეიძლება. Transfermarkt ლაუტაროს 80 მილიონ ევროდ აფასებს.
4. სხვა ფორვარდების შეძენა
ლაუტარო არ არის ერთადერთი, რომელიც შესაძლოა “ბარსას” მოერგოს. კატალონიელები სხვა ფორვარდებითაც ინტერესდებიან, მაგალითად ტიმო ვერნერი, მარკუს რაშფორდი, ვიქტორ ოსიმენი და კილიან მბაპე.
გარდა ამისა, არის სხვა ვარიანტებიც – გაბრიელ ჟესუსი და ერლინგ ბრაუტ ჰალანდი.
არ არსებობს არანაირი მიზეზი, რომ “ბარსელონა” მომავალ ზაფხულს მხოლოდ ერთ თავდამსხმელზე გააკეთებს აქცენტს. მან ზემოთაღნიშნულ ყველა სამიზნეზე უნდა გაამახვილოს ყურადღება.
და ბოლოს, მოდით, გადავხედოთ, როგორი იქნება “ბარსელონას” შემადგენლობა, თუ “ბარსელონა” 70 მილიონს სემედუსა და ვიდალს დაამატებს, შედეგად კი ლაუტაროს წამოიყვანს:

ხოდა კიდე, ბარსელონას მომავალ სავარაუდო სათამაშო სქემაში კიდე დემბელეს რომ წერენ ხოლმე ძაან მეცინება 😂 აწი მაქსიმუმ ფიფა/პესის ტურნირზე გამოიყენო ეგ, კი ექნება დამხეცებული… 😂
არაფერში არ გვჭირდება ლაუტარო
ლაუტარო, ჰალანდი ან მბაპე მოიყვანონ.
მარცხენა ფლანგზე დემბელე ნაკლებად პროდუქტიულია, მე პირადად მირჩევნია ფატის მისცენ მეტი დრო… გრიზმანი, დემბელე და კოუტინიო არასწორ ადგილას მოხვდნენ რაც ნეიმარის დაკარგვით გამოწვეული სასოწარკვეთის მიზეზია. ამდენი პრობლემის გამოწვევის და სასამართლოში ჩივილის შემდეგ ნამდვილად არ იმსახურებს დაბრუნებას! სუარესის წასვლა ახლოვდება, ფატი თუ არ ითამაშებს ცენტრში მაშინ საყიდელია ლაუტარო ან ვინმე სხვა
ალტერნატივებიდან ყველა მირჩევია, სხვა სტატიაში იყო 22 მატჩში 11 გაიტანაო და მაგდენი რო ფატის ათამაშო თან ისეთ ჭ კლასის გუნდებთან ეს რო ეთამაშა ისიც გაიტანს არანაკლებს, რა ნახეს ამაში, გარდა იმისა რო მესიმაც შეიყო და შიგ მოიმტვრიალაუტრარო ლაუტაროს ძახილით. სუარესიც რო აყვა და ღირსეულად შემცვლისო ხო ეხლა როგორიც ხარ მაზილა კი შეგცვლის, თორე ისე რა ნამუსით უნდა თქვას ვინმემ ღირსეულად შეცვლისო
შტეგენი
სემედუ უმტიტი პიკე ალბა
ფრენკი არტური
მესი გრიზმანი დემბელე
ლაუტარო