workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟერარ ფიგერასი: მადლიერები ვართ, რომ კლუბი გულშემატკივართა ჯანმრთელობაზე ზრუნავს

ჟერარ ფიგერასი: მადლიერები ვართ, რომ კლუბი გულშემატკივართა ჯანმრთელობაზე ზრუნავს

კატალონიის ჯანდაცვისა და სპორტის მინისტრებმა ერთობლივად დააანონსეს, რომ “ბარსელონასა” და “ნაპოლის” შეხვედრა მაყურებელის გარეშე ჩატარდება. აღნიშნული გადაწყვეტილება მაღალჩინოსნებისა და “ბარსელონას” აღმასრულებელი დირექტორის, ოსკარ გრაუსა და კლუბის სხვა წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ იქნა მიღებული.

“რეკომენდაცია მივეცით “ბარსელონას”, რომ ჩემპიონთა ლიგის თამაში ცარიელ ტრიბუნებზე ჩატარდეს. ეს კორონავირუსის პრევენციის გამო კეთდება. კლუბი ამ რეკომენდაციას დათანხმდა და ხელისუფლების რჩევებს ზედმიწევნით მიჰყვება. მადლიერები ვართ, რომ კლუბი პირველ რიგში ადამიანთა უსაფრთხოებაზე ზრუნავს.” – ციტირებს კატალონიის მთავრობის სპორტის მიმართულების მდივნის, ჟერარ ფიგერასის სიტყვებს Sport.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 10 მარ 2020, 18:54
    #1

    მთელი კატალონია ბარსათი რო ამაყობთ, რატო დაანგრევინეთ კლუბი პერესის აგენტს???