workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი მზადაა “სოსედადთან” მატჩისთვის

მესი მზადაა “სოსედადთან” მატჩისთვის

მოგეხსენებათ, ლეო მესის კუნთის ტრავმა აწუხებდა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური მატჩის შემდეგ, თუმცა არგენტინელი ფორვარდი მწყობრშია და მიიღებს მონაწილეობას ლა ლიგის 34–ე ტურში “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ მატჩში. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “მარკა”.

 

ლიონელ მესიმ კუნთის მცირე დაზიანება მიიღო მადრიდის “რეალთან” მატჩში, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ეგიდით იმართებოდა ჩემპიონთა ლიგაში. არგენტინელმა ამ მატჩში დუბლის გაფორმება შეძლო. მისი განაცხადში მოხვედრაც კი საეჭვო იყო “რეალ სოსიედადან” მატჩში, თუმცა აღდგენით პროცესი წარმატებულად წარიმართა და ფეხბურთელმაც სრული დატვირთვით ივარჯიშა პირველ გუნდთან ერთად. გადაწყვეტილებას, გამოვა თუ არა მინდორზე მესი ლა ლიგის 34–ე ტურში, მიიღებს გუნდის მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში