workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვენგერი: “ლეო უბრალოდ უნიკალურია”

ვენგერი: “ლეო უბრალოდ უნიკალურია”

ლონდონის “არსენალის” თავკაცმა, არსენ ვენგერმა, განაცხადა, რომ ლიონელ მესი პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელია და ის სწორედ ის გახდება წელს ევროპის ბომბარდირი.

 

“მესი უბრალოდ ინიკალურია, მას ფეხბურთელისთვის შესაშური თვისებები აქვს. მას სახეზევე ეტყობა, რომ სიამოვნებას იღებს ფეხბურთით, ის ამით ცხოვრობს და მზადაა ნებისმიერ წუთს თავი დადოს გუნდისთვის. მას გამუდმებით ფეხებში ურტყამენ, თუმცა უხეშობას არასდროს პასუხობს უხეშობით”. განაცხადა ფრანგმა.

 

“არ შეიძლება რომელიმე ფეხბურთელის მასთან შედარება, ყველამ უნდა გაიგოს, რომ ის დიდებულია. ნუთ სასწაულებრივი შედეგი არაა, როდესაც სრულიად ახალგაზრდა ყმაწვილი სეზონში 52 გოლს იტანს და 25 საგოლე გადაცემას აკეთებს? დღევანდელ ფეხბურთში გოლების მარტივად გატანა პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა არა მესისთვის, რომელიც შეუძლებელს აკეთებს”. დაასრულა არსენ ვენგერმა.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=q2AemC0cwy0]

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward