საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” მცველი, ერიკ აბიდალი, თავს ძალიან კარგად გრძნობს და სურს მიმდინარე სეზონში კიდევ დაეხმაროს “ბლაუგრანას”. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “სპორტი”.
შეგახსენებთ, რომ ფრანგ ფეხბურთელს აღმოაჩნდა სიმსიმნე ღვიძლზე, რასაც დასჭირდა ქირურგიული ჩარევა. მარტის თვის ბოლო რიცხვებიდან აბიდალი აღარ ასპარეზობს მოედანზე, რადგანაც ძალიან მძიმე ოპერაცია გადაიტანა, თუმცა ვარჯიშებს ესწრება. მისი აღდგენით პროცესი ძალიან კარგად და სწრაფად მიმდინარეობს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ერიკი მომდევნო სეზონს სრულ მზადყოფნაში შეხვდება. რაც შეეხება აბიდალის სურვილს, გამოვიდეს მოედანზე მიმდინარე სეზონში, “ლურჯ–ბროწეულისფერთა” ლიდერი, პეპ გვარდიოლა, აცხადებს, რომ ამის აუცილებლობა არაა და ვერ გარისკავენ ფეხბურთელის ჯანმრთელობას. მწვრთნელს სურს, რომ ფრანგმა ვარჯიშები გააგრზელოს, რათა მომავალი სეზონიდან აქტიურად დაიწყოს “ბარსას” შემადგენლობაში მოღვაწეობა.



