workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფერდინანდმა ალვეში და პედრო გააკრიტიკა

ფერდინანდმა ალვეში და პედრო გააკრიტიკა

ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველმა, რიო ფერდინანდმა, გააკრიტიკა “ბარსელონას” ორი ფეხბურთელი, დანიელ ალვესი და პედრო როდრიგესი მათი ქმედებების გამო ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში, რომელიც იმართებოდა “რეალსა” და “ბარსელონას” შორის “სანტიაგო ბერნაბეუზე”. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “მარკა”.

 

ფერდინანდი თვლის, რომ ორივე ფეხბურთელმა სიმულაციას მიმართა: “ალვეში საკაცით გაჰყავთ და რამდენიმე წუთში სრულიად უვნებელი შემოდის, ლაღად განაგრძობს თამაშს. რაც შეეხება, პედროსა და არბელოას ეპიზოდს, ალბათ ეს უბრალოდ ხუმრობა იყო. რაგბის მოთამაშეები ძალიან დასცინებენ მათ, როდესაც ნახავენ ამ მატჩს”. დაასრულა რიო ფერდინანდმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში