workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სტატისტიკის მიხედვით მესიმ რონალდუს ყველა ასპექტში აჯობა

სტატისტიკის მიხედვით მესიმ რონალდუს ყველა ასპექტში აჯობა

სპორტულ სამყაროში მუდმივად მიმდინარეობს კამათი იმაზე, თუ ვინ უფრო კარგი ფეხბურთელია – ლიონელ მესი თუ კრიშტიანუ რონალდუ. სხვადასხვა სპორტული გამოცემა თუ პორტალი მათ შედარებას ყოველკვირეულად ახდენს, ჩატარებული მატჩების მიხედვით. ექსპერტებს არც ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალი დავიწყებიათ.

”რეალსა” და ”ბარსელონას” შორის შეხვედრა კატალონიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 0:2 დასრულდა. ორივე გოლი ლიონელ ანდრეს მესის ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ მან სულ ოთხჯერ დაარტყა მადრიდელთა კარის მიმართულებით. რონალდუს ოთხი მცდელობა ჰქონდა.

მესიმ 57 გადაცემა გააკეთა, აქედან 53 ზუსტი გამოდგა. რონალდუ ნაკლებად ითავსებდა გამთამაშებლის ფუნქციას – მან 19 ზუსტი და 5 არაზუსტი გადაცემა განახორციელა.

საინტერესოა, რომ პორტუგალიელის წინააღმდეგ თამაშის წესი არცერთხელ არ დაურღვევიათ. თვითონ რონალდუმ კი ოთხჯერ ჩაიდინა ”ფოლი”. მესიმ თამაშის წესი ორჯერ დაარღვია, ხოლო მის წინააღმდეგ თამაშისას ”რეალის” ფეხბურთელები ხუთჯერ დაჯარიმდნენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში