ესპანეთის ჩემპიონატში “ბარსელონა” “ბეტისს” ეწვევა. მედიასთან საუბარში კატალონიელთა მარცხენა მცველმა ჟუნიორ ფირპომ აღნიშნა, რომ აინტერესებს, თუ როგორ შეხვდებიან მას ყოფილ კლუბში.
“ეს ჩემთვის განსაკუთრებული დღე იქნება. მინდა ვნახო, როგორ დამხვდებიან ყოფილ კლუბში. ეს დიდი სტადიონია წარმოუდგენელი ატმოსფეროთი. რთული იქნება აქ ვითამაშო, როგორც სტუმარმა. “ბეტისს” კარგი ფეხბურთელები ჰყავს. ასევე, ძალიან ძლიერი მოთამაშეები დაიმატეს სატრანსფერო ფანჯრის დროს. გუნდს შესანიშნავად ვიცნობ და ვიცი, რომ ევროტურნირების საგზურის მოსაპოვებლად ბოლომდე იბრძოლებენ.”
“მათ ცვალებადი სეზონი აქვთ, აღმასვლებითა და დაღმასვლებით. არის შემთხვევები, როდესაც გუნდი კარგად თამაშობს და ხდება ისეც, რომ კარგ შედეგს ცუდი თამაშით აღწევს.” – ციტირებს ფირპოს სიტყვებს Tribuna.
“ბეტისიდან” გადმოსვლის შემდეგ ჟუნიორ ფირპომ მონაწილეობა 12 შეხვედრაში მიიღო და 1 გოლი გაიტანა.
სენ გგონია რო ბარსაში ხარ თორე ისევ იქ ხარ რის დახვედრაზე ამბობ არ გიტყდება?! სულ წიტელ ხალიჩებით დაგხვდებიან შავი პრინცი ბრუნდებაო
სტვენის მეტს არ ელოდო არაფერს
იმედია მოუმატებ..
იმედია არ გახვალ მოედანზე.
ბეტისში ძაან კარგი იყო, ბარსაში ვერ ამართლებს მოლოდინებს ჯერ-ჯერობით და იმედია ამოიქოქება მალე…