workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდუ: “მესი? 10 კაციან გუნდს მეც გავუტან”

რონალდუ: “მესი? 10 კაციან გუნდს მეც გავუტან”

გუშინდელი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა პორტუგალიელმა კრიშტიანუ რონალდუმ.

 

“ყველამ კარგად ნახა რა მოხდა. სანამ 11 11–ზე ვთამაშობდით, მატჩს სრულად ვაკონტროლებდით, თუმცა მაინც და მაინც კარგადაც ვერა. თუმცა რა თქმა უნდა “ბარსელონასთან” დაპირისპირება ადვილი ნამდვილად არაა, მაგრამ ყოველთვის ერთი და იგივე ხდება: მსაჯი ჩვენს წინააღმდეგაა. ანგარიში 0:0 მადრიდის “რეალს” აწყობდა, რადგან “ნოუ–კამპზე” კონტრშეტევების იმედი გვქონდა. ამის გარდა, მოედანზე შემოსასვლელად კაკა ემზადებოდა, რომელიც შეტევას უფრო გააძლიერებდა. მესი? ათი კაცის წინააღმდეგ თამაში ძალიან ადვილია. მეც დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი ამას. უმცირესობაში დარჩენილი კლუბის კარს ყველა აიღებს. ახლა უდიდესი ამოცანის წინაშე ვდგავართ. რასაკვირველია ბოლომდე ვიბრძოლებთ ფინალში თამაშისთვის. ძალიან მინდა “უემბლის” სტადიონზე გავემგზავრო და “მანჩესტერს” შევხვდე.” –განაცხადა რონალდუმ.

 

როგორც უკვე იცით კრიშტიანუ “რეალში” გადასვლამდე “წითელი ეშმაკუნების” ღირსებას იცავდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში