workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

მოგეხსენებათ, გუშინ გაიმართა მორიგი “ელ კლასიკო” “სანტიაგო ბერნაბეუზე”. “ბარსელონამ” პირველ ნომრად თამაში ითავა და საბოლოოდ მესის დუბლის წყალობით, 0:2 იმარჯვა. მატჩის შემდეგ, რამდენიმე ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა, მათ შორის დებიუტანტმა, სერხი რობერტომ.

 

სერხი რობერტო: “შეუძლებელია ამაზე უფრო ბედნიერი ვიყო, ვიდრე ახლა ვარ. სადებიუტო მატჩი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში და თან “ბერნაბეუზე” – უბრალოდ დაუჯერებელია. უზომოდ გახარებული ვარ საკუთარი დებიუტითა და იმით, რომ გუნდმა დამსახურებულად გაიმარჯვა”.

 

ჩავი: “ალბათ დამეთანხმებით, რომ არ არსებობს მატჩი, სადაც მცირე კრიტიკას მაინც არ დაიმსახურებს რეფერი. ზოგჯერ გადაწყვეტილება ჩვენს სასარგებლოდაა, ზოგჯერ მეტოქის, ეს ფეხბურთია. საბოლოოდ, მივიღეთ ის შედეგი, რასაც ვიმსახურებდით. ჩვენ კვლავ საუკეთესოები ვიყავით. მათ იმედი ჰქონდათ, რომ შეცდომებს დავუშვებდით. სწორედ ასე მოხდა სამეფო თასის ფინალში, თუმცა ჭკუა ვისწავლეთ”.

 

მესი: “ღმერთს მადლობას ვუხდი. ჩვენ შევძელით და უდიდესი კლუბი დავამარცხეთ. მხოლოდ ერთი ნაბიჯიღა დაგვრჩა ფინალამდე. ძალიან, ძალიან დიდი მადლობა “კულეებს”, რომელიც 90 წუთის განმავლობაში აქტიურად გვიჭერდნენ მხარს. ახლა ისღა დაგვრჩენია, საუკეთესოები ვიყოთ განმეორებით შეხვედრაში. ჩვენ უნდა ავიხდინოთ ოცნება – “უემბლიზე” ვითამაშოთ. ღმერთი ჩვენთან არის!”

 

პედრო: “მხოლოდ 90 წუთი დარჩა იმის გამოსარკვევად, თუ ვინ იასპარეზებს “უემბლიზე”. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ჩვენ ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ, თუმცა კიდევ ერთი რთული ბრძოლის გადატანა მოგვიწევს. ძალაინ გულდაწყვეტილი ვარ სამეფო თასის გამო, ჩვენ აქტიურად ვიბრძოდით სამიფე ფრონტზე, თუმცა ესპანეთის თასი ვერ მოვიპოვეთ. თუმცა წარმატებით ვასპარეზობთ ჩემპიონთა ლიგასა და ლა ლიგაში, ახლა მხოლოდ 90 წუთი დაგვრჩა იმისთვის, რომ ფინალისთვის ვიბრძოლოთ”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში