workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კარლოსი: “რეალი”–”ბარსელონას” წყვილში ფავორიტი არ არსებობს”

კარლოსი: “რეალი”–”ბარსელონას” წყვილში ფავორიტი არ არსებობს”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელიც ამჟამად მახაჩკალას “ანჟის” ღირსებას იცავს, რობერტო კარლოსმა, განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ დაპირისპირებაში, “რეალსა” და “ბარსელონას” შორის, რთულია დაასახელო ფავორიტი.

 

“სამეფო თასის ფინალში, “რეალმა” დაამტკიცა, რომ ფავორიტები ყოველთვის ვერ იმარჯვებენ. დარწმუნებული ვარ, მადრიდელები უკეთ იასპარეზებენ, სწორედ ეს გადაწყვიტავს მომდევნო მატჩების ბედს”. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “მარკა”.

 

“აშკარაა, რომ ფავორიტი ამ თამაშში არ არსებობს. ორივე გუნდის კლასი თანაბარია. აღსანიშნავია, მადრიდის “რეალის” ძალიან კარგი ფორმა, განსაკუთრებით კი სამეფო თასის ფინალის შემდეგ, როდესაც მათ “ვალენსია” 3:6 დაამარცხეს “მესტალიაზე”. დაასრულა რობერტო კარლოსმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში