ოთხშაბათს ბრიტანულმა გამოცემა ”The Sun” გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ”არსენალი” შეეცდება ზაფხულში გაყიდოს გუდნის კაპიტანი სესკ ფაბრეგასი. სატრანსფერო თანხა დაახლოებით 40 მილიონი ევროს ირგვლივ იტრიალებს.
”მეთოფეთა” წყარო იუწყება, რომ ასეთ გარემოებაში, როდესაც 2005 წლიდან კლუბს არც ერთი ტიტული არ მოუგია, რთულია ფაბრეგასის დონის ფეხბურთელის შენარჩუნება.
ვენგერმა კარგად იცის, რომ მას არ ძალუძს თავისი ფეხბურთელის გადარწმუნება, მაგრამ მაინც შეეცდება კიდევ ოთხი წლით გაუგრძელოს კონტრაქტი ფაბრეგასს. ”არსენალი” სეზონს კვლავ ცარიელი ხელებით ასრულებს, სესკს კი ისევ ”ბარსაში” გადმოსვლა სურს.
შეგახსენებთ, რომ სესკ ფაბრეგასი ”ბარსელონას” საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. 2003 წელს მან კატალონიური კლუბი დატოვა და კარიერის გასაგრძელებლად ლონდონში გადაბარგდა. ამჟამად ის ”არსენალის” კაპიტანია.



