workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როსელისა და გვარდიოლას შეხვედრა

როსელისა და გვარდიოლას შეხვედრა

დღეს სანდრო როსელი და პეპ გვარდიოლა ერთმანეთს ვახშამზე შეხვდნენ, რათა გაეანალიზებიათ გუშინ მომხდარი ფაქტები და ნათლად განემარტათ, რომ კლუბი ემხრობა მწვრთნლის თითოეულ სიტყვას.

”სიტყვიერი ბატალიის” შემდეგ Sport-ისჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ს/კ ”ბარსელონას” პრეზიდენტი, სანდრო როსელი და ამავე კლუბის მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა ერთმანეთს შეხვდნენ და მომხდარი ამბები გაანალიზეს.

როსელის სურვილი იყო, დაერწმუნებინა გვარდიოლა იმაში, რომ მხარს უჭერს მას და კლუბი იმოქმედებს შესაბამისად, ნებისმიერ თავდასხმის შემთხვევაში.

მათთან ერთად შეხვედრაზე იმყოფებოდა ”ბარსელონას” პროფესიული ფეხბურთის მიმართულების ხელმძღვანელი, ხოსეპ მარია ბარტოლომეუ და სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა.

მოგვიანებით პეპ გვარდიოლა გუნდის ფეხბურთელებთან ერთად ივახშმებს, ხოლო სანდრო როსელი ტრადიციულად მადრიდის ”რეალის” პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს შეხვდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში