მადრიდის “რეალისა” და კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, ალფონსო პერესმა, თავისი აზრი გამოთქვა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ შეხვედრაზე, სადაც “ლოს ბლანკოსი” მასპინძლობს “ბლაუგრანას”. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “მარკა”.
პერესი ფიქრობს, რომ “სანტიაგო ბერნაბეუზე” მასპინძელი გუნდი გაიმარჯვებს: “მე “რეალის” გულშემატკივარი ვარ, თუმცა ძალიან დიდ პატივს ვცემ “ბარსელონას”. ვფიქრობ, “თეთრები” 2:0 გაიმარჯვებენ. თუმცა ყველაფერი მაინც “კამპ ნოუზე” გადაწყდება. მთავარია “ბარსამ” გოლი ვერ გაიტანოს, ხოლო თუ “რეალი” გასვლაზეც მოახერხებს მეტოქის კარის დალაშქვრას, მაშინ ისინი “უემბილზე” იასპარეზებენ”. დაასრულა ალფონსო პერესმა.



