workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვარჯიში ”ბერნაბეუზე”

ვარჯიში ”ბერნაბეუზე”

ს/კ ”ბარსელონას” დელეგაცია გუშინ მადრიდში ჩავიდა 20 წუთის დაგვიანებით. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის ახევარ-ფინალური მატჩისთვის ესპანეთის დედაქალაქში ოცი ფეხბურთელი წაიყვანა. საუზმისა და დასვენების შემდეგ ”ბლაუგრანას” ფეხბურთელებმა გეზი ”სანტიაგო ბერნაბეუსკენ” აიღეს. სწორედ აღნიშნულ სტადიონზე გაიმართება დღეს შეხვედრა, სადაც ერთამენთს ”რეალი” და ”ბარსელონა” დაუპირისპირდებიან. აქვე გეტყვით, რომ ფეხის კუნთის ტრავმის გამო თამაშში მონაწილეობას ვერ მიიღებს ანდრეს ინიესტა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში