ჩემპიონთა ლიგა ოფიციალურად 18 თებერვლიდან განახლდება, “ბარსელონა” კი ფლეი ოფის პირველ შეხვედრას 25 თებერვალს იტალიაში, “ნაპოლის” წინააღმდეგ გამართავს. მანამდე “ბლაუგრანას” 6 თამაშის ჩატარება მოუწევს.
“ბარსელონა” 22 თებერვალს “იბიცას” დაუპირისპირდება. თუკი გუნდი კუნძულელთა ბარიერის გადალახავს და ტურნირზე წარმატებით ასპარეზობას განაგრძობს, სავარაუდოდ, კიდევ სამ შეხვედრას ჩაატარებს. ესპანეთის თასის მატჩები შუა კვირაში გაიმართება.
გუნდს დასვენების დრო არ აქვს და კიკე სეტიენს სეზონის ბოლოს სასურველი შედეგის მისაღწევად ვარჯიშების ინტენსიურად ჩატარება მოუწევს.
- 22.01 – “იბიცა” (გასვლა) ესპანეთის თასი
- 25.01 “ვალნესია” (გასვლა) ლა ლიგა
- 29.01 – ესპანეთის თასის 1/16-ფინალი სავარაუდო
- 02.02.- “ლევანტე” (სახლი) ლა ლიგა
- 05.02- ესპანეთის თასის 1/4 ფინალი სავარაუდო
- 09.02- “ბეტისი” (გასვლა) ლა ლიგა
- 12.02 – ესპანეთის თასის 1/2 ფინალი, პირველი თამაში სავარაუდო
- 16.02- “ხეტაფე” (სახლი) ლა ლიგა
- 23.02 “ეიბარი” (სახლი) ლა ლიგა
- 25.02- “ნაპოლი” (გასვლა) ჩემპიონთა ლიგა
ლა ლიგაზე და ჩ. ლიგაზე პირველი შემადგენლობა უნდა გვყავდეს დანარჩენზე მეორეც წავა.
ჩ.ლიგაზე ჩვენს მეტოქესაც ახალი მწვრთნელი ყავს და ბარსასაც. გატუზო-სეტიენის ჭიდილი იქნება.
არც ისეთი რთული კალენდარია, თასზე მეორე შემადგენლობა უნდა გაიყვანოს.
ძალიან გადაიტვირთება გუნდი ბევრი თამაში მოუწევს ლიგამდე, მაგრამ თასებზე გადახალისებები უნდა მოხდეს გუნდის და ლიგას სრულიად მზად შევხვდებით
ლიგამდე სერიოზულად უნდა მოვიხოდოთ