როგორც იცით, 27 აპრილს, 22 საათსა და 45 წუთზე, “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/2-ფინალურ შეხვედრას გამართავს მადრიდში, უპრინციპულეს მეტოქე “რეალთან”.
თამაშის პირდაპირი რეპორტაჟის ყურება შეგეძლებათ Tbilisi Event Hall-ში (ფილარმონიის შენობა).
პირობები უცვლელია – შესასვლელი ბილეთი ღირს 10 ლარი და ეს თანხა გიჯდებათ ანგარიშზე. ანუ, შეგიძლიათ ამ 10 ლარით ბარში რამე შეუკვეთოთ.
ბილეთების დასაჯავშნად დარეკეთ ნომერზე 99-00-99.



