“ბარსელონას” ახალი მწვრთნელი კიკე სეტიენი ის სპეციალისტია, რომელმაც, 2018 წელს, “ბარსელონას” დაუჯერებელი სერია შეწყვიტა.
2016 წლის 10 სექტემბერს, “ბარსელონამ” “ალავესთან”, “კამპ ნოუზე”, 1-2 წააგო. მას შემდეგ, ორ წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში, “ბლაუგრანა”, ლა ლიგაში, საკუთარ კედლებში არ აგებდა. ეს სერია 792 დღე და 42 მატჩი გაგრძელდა.
2018 წლის 11 ნოემბერს, კატალონიაში კიკე სეტიენის “ბეტისი” ჩავიდა, რომელმაც “ბარსას”, ბრწყინვალე სტილში, 4-3 მოუგო. ცნობისთვის, იმ მატჩში, “ბარსას” ამჟამინდელმა მარცხენა მცველმა, ჟუნიორ ფირპომ, თავი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
სწორედ ამ თამაშის შემდეგ, სერხიო ბუსკეტსმა კიკე სეტიენს თავისი მაისური აჩუქა წარწერით: “კიკეს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ფეხბურთის მისეული ხედვისთვის. საუკეთესოს გისურვებ“.
FÚTBOL 🙌😀#DíaDeBetis #BarçaRealBetis pic.twitter.com/hKeRcg5zrn
— Real Betis Balompié 🌴💚 (@RealBetis) November 11, 2018
იმდღეს რახც შენ და ბეტისს პაპალამ გაგინეთ აქამდე გეყოფოდათ😂😂🖕😂😂😂
ჰაჰაჰჰააა, ჩმორი ათრიაა რა თქმა უნდაა.
იმენა გადაგვიარა მაგ თამაშში ცენტრი მოგვისპო საერთოდ
შეიძლება ვცდები ,მაგრამ თუ გადავხედავთ ბარსას ისტორიას ბოლო 30 წელი,ვნახავთ რომ მხოლოდ 4 მწვრთნელმა გაამართლა ბოლომდე, ოთხივე მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა იყო, კროიფი,რაიკარდი ,გვარდიოლა და ენრიკე ,არცერთს პრაქტიკულად არ ქონდათ გამოცდილება,მაგრამ ქონდათ ავტორიტეტი,და ჩემპიონის ფსიქოლოგია ,რაც გააკეთეს და რა კვალიც დატოვეს ბარსაში ყველამ ვიცით,ყველა დანარჩენმა მწვრთნელებმა მხოლოდ ლოკალურ წარმატებას მიაღწიეს,ისეთმა მწვრთნელებმაც როგორიც იყო რობსონი და ვანო გალი,სხვაზე რომ არ ვთქვათ,ბოლო ვალიკოთი დამთავრებული,აქედან გამომდინარე ძალიან დიდ რისკთან არის სეტიენის დანიშვნა,ყველაზე მაგარი ალბათ კუმანი იქნებოდა ან ხავი , თუ სიმართლეს შეესაბამება სეტიენის კონტრაქტი 0.5+1+1 მაშინ არსებობს შანსი ხავი ან კუმანი ზაფხულში მოვიდეს,ღმერთმა ქნას ვცდებოდე და სეტიენმა გაამართლოს,ჩვენც ეს გვინდა
შეიძლება ვცდებოდე,მაგრამ მე პირადად რაიკაარდს მივცემდი შანსს.
იმას არ ვამბობ რო ამაზე მაგარი კანდიდატურა არ იყო მწვრთნელის პოსტზე მარა ბევრმა თქვა უარი ბარსაში მოსვლაზე საერთოდ შუა სეზონში მუშაობის დაწყებაზე ძაან ხშირად ამბობენ უარს თუნდაც ბარსა იყოს აი მაგალითად ჩავიმ. ვითომ ალ სადს სცა პატივი მარა ბუნებრივია არ უნდოდა ასეთ სიტუაციაში მოსვლა. ნახევარს სეზონში სრულიად უნდა შეეცვალა გუნდის თამაში გამოუცდელ მწვრთნელს დიდი ალბათობით უტიტულოდ დაასრულებდა სეზონს და მწვრთნელს დაბრალდებოდა და არც მიკვირს რო არ მოვიდა. თორე კანდიდატები ისეთები იყვნენ აი ზაფხულამდე რო მოეცადათ გვარდიოლას ეწურება კონტრაქტი და იმის დაბრუნება უფრო რეალური მეგონა ვიდრე ვალვერდეს შუა სეზონში გაშვება
ისე ვალვედემ კი დაიმსახურა ყველაფერი მარა მაინც შემეცოდა ამ დროს ასე გაგდება სადაც იყო გასაშვები მაშინ უნდა გაეშვათ რომასთან მაქსიმუმ ლივერპულთან თამაშის მერე ეგრევე. ატლესთან საკმაოდ ნორმალური ტამაშის მერე კი არა.
არადა ფეხბურთელების ბრალი იყო ატლესთან რაც მოხდა, მთელი მეორე ტაიმი უტევდნენ და უტევდნენ და ბოლოს 5-10 წუთით ყურადღება მოადუნეს და 2 ბურთი მიიღეს, ნუ მნიშვნელოვანია ისიც, რომ როცა დრო დარჩენილია, ამ დროს მწვრთნელს უნდა დაევალოს გუნდის მოტივირება და ფრეზე გასვლა მაინც, მაგრამ მოსვლისთანავე ეტყობოდა რომ ავტორიტეტი არ ექნებოდა, ასე რომ ატლესთან წაგებულ თამაშს ორივე მხარეს, ფეხბურთელებსაც და მწვრთნელსაც ვაბრალებ
თქვენი არ ვიცი მარა მე ის ფაქტიც მახარებს სეზონის ბოლომდე მძორ-უარესი რომ აღარ გვეყოლება და მის გარეშე ითამაშებს ბარსელონა და რატომღაც მგონია რომ გაამართლებს თან ძაან მაგრად. ისე აეწყო ეს ახალიწელი იმედია ასე გაგრძელდება ბოლომდე )))
შეიძლება ვცდებოდე,მაგრამ მე პირადად რაიკაარდს მივცემდი შანსს.