workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
შესაძლოა, ინიესტამ ”ბერნაბეუზე” არ ითამაშოს

შესაძლოა, ინიესტამ ”ბერნაბეუზე” არ ითამაშოს

ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალურ შეხვედრაში მადრიდის ”რეალსა” და კატალონიის ”ბარსელონას” შორის შესაძლებელია, რომ ანდრეს ინიესტამ მონაწილეობა არ მიიღოს. საქმე ისაა, რომ ანდრესს კუნთის ტრავმა აქვს.

ესპანური გამოცემა ”სპორტის” ინფორმაციით, ”ლა მასიას” აღზრდილს კუნთის ტრავმა აწუხებს. ოთხშაბათს მისი თამაში დამოკიდებული იქნება გაუმჯობესების პროცესზე, თუმცა ყველაფერი იმისკენ მიუთითებს, რომ ინიესტა შეხვედრას სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს.

საუბარი რომ ყოფილიყო ფინალზე, მაშინ ანდრეს ინიესტა აუცილებლად დაიწყებდა შეხვედრას სასტარტო შემადგენლობაში, მაგრამ ახლა კლუბი შეეცდება თავისი ფეხბურთელი შემოინახოს, ვინაიდან მომდევნო კვირას ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარ-ფინალური მატჩი გაიმართება ”კამპ ნოუზე”. ინიესტას ადგილი ”ბერნაბეუზე” შესაძლებელია კეიტამ დაიკავოს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში