არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ხულიო გრონდონა ფიქრობს, რომ კატალონიის “ბარსელონას” მისი თანამემამულე ფეხბურთელი, ლიონელ მესი ყველა დროის საუკეთესო გახდება.
“მესიმ ჯერ ვერ მიაღწია მარადონას დონეს, თუმცა ის იმ გზას ადგას, რომლის ბოლოშიც საუკეთესოთა შორის საუკეთესოობა მდებარეობს. ადრე არასოდეს მინახავს ფეხბურთელი, რომელსაც მოედანზე ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ლეო ბრწყინვალეა აბსოლუტურად ყველაფერში. ამის გარდა იგი ძალიან პატიოსნად ცხოვრობს და ძალიან კეთილია. მოკლედ მესი უნდა იყოს ნამდვილი მაგალითი, როგორც ფეხბურთელთათვის, ისევე ჩვეულებრივი ხალხისთვის.” –ციტირებს გრონდონას სიტყვებს კატალონიური ყოველდღიური გამოცემა Sport.
შეგახსენებთ, რომ ლეო არგენტინის ნაკრებში 2005 წლიდან გამოდის. მან უკვე მოასწრო 55 მატჩში მონაწილეობის მიღება და მეტოქის კარის 16–ჯერ აღება. რაც შეეხება “ბარსელონას” პირველ გუნდს, იგი აქ 2004 წლიდან მოღვაწეობს.



