“ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი ხუან ანტონიო პიცი მიიჩნევს, რომ კატალონიური კლუბი ყველა ტურნირზე ფავორიტია.
ამჟამად არგენტინული “სან ლორენცოს” მთავარმა მწვრთნელმა “ატლეტიკოსთან” დღეს გასამართ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
“ბარსელონა” ყველა ტურნირზე ფავორიტია. თუმცა, საქმე ერთ მატჩს ეხება და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. “ატლეტიკო” ძალიან ძლიერი გუნდია და მადრიდელთა კარში გოლის გატანა ძნელია. წინ საინტერესო 1/2-ფინალი გველის.” – ციტირებს პიცის სიტყვებს Marca.
ცოტა ხნის წინ, 51 წლის სპეციალისტმა ერნესტო ვალვერდეც შეაქო.
სეზონის ბოლოს მთელს საფეხბურთო სამყაროს გავცემთ ერთ დიდი პასუხს
ამან 2 დღის წინ ვალვერდე აქო და ადიდა
მზეჭაბუკია

ყველა ჩვენზე ღადაობს 😏😏 რა ფავორიტი ..🤦♀️🤦♀️ ყოველ თამაშზე ვლოცულობთ არ წავაგოთ 🙂