workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
თრილერი უემბლიზე იამალისა და გორდონის გოლებით

თრილერი უემბლიზე იამალისა და გორდონის გოლებით

bolt მოკლედ
ესპანეთმა ინგლისს 3-2 სძლია მატჩში, სადაც ლამინ იამალმა და ენტონი გორდონმა გოლები გაიტანეს. პრაღაში კი დომინიკ ლივაკოვიჩის ხორვატიამ ჩეხეთთან 2-1 იმარჯვა.

შაბათის სანაკრებო საღამო ერთა ლიგაზე “ბარსელონას” ფეხბურთელების ნამდვილ ბენეფისად იქცა – ცენტრალურ შეხვედრას ლეგენდარულმა “უემბლიმ” უმასპინძლა.

ინგლისი 2-3 ესპანეთი

უეფას ერთა ლიგის ნამდვილი თრილერი “უემბლიზე”, სადაც მთავარ როლებში “ბარსელონას” მოთამაშეები იყვნენ. შეხვედრის დაწყებიდან სულ რაღაც ორ წუთში ესპანეთის ნაკრები ლამინ იამალმა დააწინაურა, თუმცა მისმა საკლუბო თანაგუნდელმა ენტონი გორდონმა წონასწორობა მალევე აღადგინა. ამის შემდეგ ჰარი კეინმა მასპინძლები წინ გაიყვანა, მოგვიანებით კი პენალტი გააფუჭა, რის შემდეგაც ლუის დე ლა ფუენტეს მსოფლიო ჩემპიონებმა თამაშში გარდატეხა შეიტანეს, ქამბექი შეასრულეს და 3-2 გაიმარჯვეს.

ლამინ იამალისა და ენტონი გორდონის გარდა, სასტარტო შემადგენლობაში “ბარსას” სხვა წარმომადგენლებიც იყვნენ: პაუ კუბარსი, დანი ოლმო და როდრი. მეორე ტაიმში თამაშში პედრი ჩაერთო, ფერმინ ლოპესი სათადარიგოთა სკამზე დარჩა, ხოლო ერიკ გარსიამ, როგორც უკვე ცნობილია, შეხვედრა მოთელვაზე მიღებული მცირე დაზიანების გამო გამოტოვა.

ჩეხეთი 1-2 ხორვატია

“ბარსელონას” მეკარე დომინიკ ლივაკოვიჩმა ხორვატიის ნაკრების კარი პრაღაში, ჩეხეთის წინააღმდეგ მოგებულ (2-1) შეხვედრაში შეუცვლელად, 90 წუთის განმავლობაში დაიცვა. მომდევნო მატჩში ლივაკოვიჩს უკვე “ბარსელონელი” თანაგუნდელების წინააღმდეგ მოუწევს თამაში – სამშაბათს ხორვატია ესპანეთს დაუპირისპირდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 27 სექ 2026, 14:19
    #1

    გორდონს მარტო ნაკრებში გააქვს?