”ბარსელონას” და მადრიდის ”რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ლუიშ ფიგუმ თავისი აზრი გამოთქვა მოახლოებული ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური მატჩების წინ.
”არ ვფიქრობ, რომ პრიმერა დივიზიონის და სამეფო თასის თამაშები რაიმე ზეგავლენას მოახდენენ მომავალ მატჩებზე. ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ყველაფერი სხვაგვარად იქნება. მახსოვს ”რეალის” შემადგენლობაში როგორ ვიგებდი უამრავ ტიტულს. ახლა ჩემი აზრით ”ბარსელონას” დრო დადგა. კატალონიური გრანდი ფანტასტიკურ ფეხბურთს აჩვენებს” – განაცხადა ლუიშ ფიგუმ.
ლუიშ ფიგუმ კარიერა მილანის ”ინტერში” დაასრულა და ახლა ის სწორედ ამ კლუბში მუშაობს.

