მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
არტურო ვიდალი ყოფილმა მწვრთნელმა გააკრიტიკა

არტურო ვიდალი ყოფილმა მწვრთნელმა გააკრიტიკა

რამდენიმე დღის წინ, ჩილეში მყოფი არტურო ვიდალი მის საკუთრებაში მყოფი კლუბის, “როდენილდო რომანის” თამაშზე პირადი ვერტმფრენით მივიდა, რითიც თავისი ყოფილი მწვრთნელის კრიტიკა დაიმსახურა.

კლაუდიო ბორგი, რომელიც ვიდალს 2006-2007 წლებში, “კოლო-კოლოში” წვრთნიდა, CDF-სთან საუბრისას აცხადებს:

“ეს მოულოდნელი იყო. ვიდალი საკუთარი თავის დისტანცირებას ახდენს ჩილელი ადამიანებისგან, რომლებიც გაჭირვებაში ცხოვრობენ. ფეხბურთის თამაშის საყურებლად ასეთი ფორმით მისვლა შესაფერისი არაა.

ეს მისი ფულია და მას შეუძლია რაშიც უნდა იმაში დახარჯოს, მაგრამ მისი საქციელი სწორი არაა. ასე არ უნდა წარსდგე იმ ადამიანების წინაშე, რომლებსაც მსგავს დანახარჯებზე ცუდი წარმოდგენა აქვთ.

ვფიქრობ, ეს საჭირო არ იყო, მაგრამ ეს მისი ცხოვრების სტილია. ევროპაში, ასეთ რამეს ბევრი ფეხბურთელი აკეთებს. ჩვენთვის, ეს უცნაურია.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • M10 S9 D11
    schedule 03 იან 2020, 14:52

    ნეტა ერთი ამას არ აწუხებდეს ჯერ მადლობა თქვას საერთოდ მაგ თამაშზე რო მივიდა რა ამის უკანალის საქმეა ახლა ვიდალი პირადი თვითმფრინავით მივიდოდა თუ ურმით