მოგეხსენებათ, გუშინ “კამპ ნოუზე” გაიმართა ლა ლიგის 33–ე ტურის მატჩი, სადაც კატალონიის “ბარსელონა” მასპინძლობდა “ოსასუნას” და 2:0 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ “ლურჯ–ბრეოწეულისფერებმა” 3 ქულა მოიპოვეს, მაინცდამაინც კარგი დღე ნამდვილად არ იყო მათთვის, დაშავდნენ გაბრიელ მილიტო და მაქსველი.
არგენტინელმა და ბრაზილიელმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს დღეს, 24 აპრილს და მათ აღმოაჩნდათ ტერფის ტრავმები. ასე რომ, მათი ასპარეზი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პირველ შეხვედრაში, მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ კითხვის ნიშნის ქვეშაა..
შეგახსენებთ, რომ ლაზარეთი საკმაოდ დატვირთულია. ტრავმირებულია: აბიდალი, ადრიანო, მაქსველი, მილიტო. პუიოლის საკითხი კი კვლავ ბურუსითაა მოცული.


