“ბარსელონას” ლეგენდამ, ანდრეს ინიესტამ, შესაძლოა, კარიერა არგენტინის ჩემპიონატში, ხავიერ მასკერანოსთან ერთად განაგრძოს.
ინიესტასა და იაპონურ “ვისელ კობეს” შორის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2020 წლის ბოლოს გასდის. გავრცელდა ინფორმაცია, რომ 35 წლის ფეხბურთელს “ესტუდიანტესი” იწვევს. ეს ინფორმაცია არგენტინელთა პრეზიდენტმა, ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ხუან სებასტიან ვერონმა დაადასტურა.
“დღესდღეობით, ვერ ვიტყვით, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ ამ საკითხზე საუბრები არის.” – ციტირებს ვერონის სიტყვებს ESPN.
“ესტუდიანტესში” უკვე თამაშობს “ბარსელონას” ლეგენდა, ინიესტას ყოფილი თანაგუნდელი, ხავიერ მასკერანო. გუნდის მწვრთნელი კი ანდრესის კიდევ ერთი ყოფილი თანაგუნდელი გაბრიელ მილიტოა.
მიდი დონ და ლიბერტატორესის თასიც მოიგე.
ისე ერთ ტაიმს თავისუფლად ითამაშებდა უმაღლეს დონეზე და არტური მეტსაც არ თამაშობს.
წავიდეს სათამაშო ბოლო წლები ერთად გაატარონ დაჟე გაიყოლოს ვილიაც
Inis ar vici (dzalian loialuria) magram maskasgan magari mwvrtneli dadgeba. Iseti ro argentinasac gaachempionworldebs chemi azrit.
რა ლეგენდები არიან😱😱
მგონია რომ ეს ორი მინიმუმ 1-2წელს უმაღლეს დონეს ითამაშებდნენ ბარსაში.ვინ გვყავს ამათზე უკეთესები დღეს
ეს 2 რო დაგვიბრუნდა 1 ტაიმს უმაღლეს დონეზე ითამაშებდნენ და საქმეს ნახევრად გაგვიადვილებდნენ…. ეჰ ასაკი ასაკი 😣😣😣