workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მასკერანო სწუხს ,,ბარსელონაში” გადაუსვლელობის გამო

მასკერანო სწუხს ,,ბარსელონაში” გადაუსვლელობის გამო

ინგლისური “ლივერპულის”, 25 წლის არგენტინელი ნახევარმცველი, ხავიერ მასკერანო სინანულს გამოთქვამს შარშანდელ სატრანსფერო ბაზარზე მომხდარი ფაქტის გამო. მისი თქმით, იგი თავს უკვე კატალონიელად თვლიდა, როდესაც გუნდის მეორე საყრდენი ნახევარმცველი ხაბი ალონსო, კატალონიელთა მოსისხლე მტერ მადრიდში გადაბარგდა. შედეგად გუნდმა უარი განაცხადა მის გაშვებაზე, რასაც იგი ამდენად განიცდის.

“ბარსელონაში” გადაუსვლელობამ ჩემზე დიდი გავლენა იქონია.ეს არის ქალაქი, რომელში ცხოვრებაც მე მსურს. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი ოჯახი ვერ გრძნობს თავს კარგად “ლივერპულში”. თვენახევრის მანძილზე (პერიოდი როდესაც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა) გაურკვევლობაში ვცხოვრობდი, ამას ემატებოდა არგენტინის ნაკრების მიერ ნაჩვენები არც თუ ისე კარგი შედეგები, რაც საფრთხეს უქმნიდა მუნდიალზე თამაშს”

არ არის გამორიცხული, რომ გუარდიოლა კვლავ დაუბრუნდეს ამ ტრანსფერს, ვინაიდან და რადგანაც, უფრო ხშირად ისმის ხმები ია ია გრეგნერი ტურეს გუნდიდან წასვლის შესახებ.

წყარო: liverpooldailypost.co.uk

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward