workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

როგორც იცით, გუშინ გაიმართა ლა ლიგის 33–ე ტურის შეხვედრა. “ბარსელონამ” უმასპინძლა “ოსასუნას” საკუთარ მოედანზე და დაამარცხა ანგარიშით 2:0. გოლები ვილიასა და მესის ანგარიშზეა. მატჩის შემდეგ რამდენიმე ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა.

 

ვილია: “ეს ძალიან რთული მატჩი იყო. მხედველობაში მაქვს ჩვენი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა. მაგრამ ჩვენი გადავდგით უდიდესი ნაბიჯი ქვეყნის ჩემპიონატის მოგებისკენ. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ ნაციონალურ ჩემპიონატში არცერთ გუნდზე არ ვართ დამოკიდებულნი. რაც შეეხება ჩემს გოლს, მე უბრალოდ ჩემს საქმეს ვაკეთებ. მთავარი ისაა, რომ ამ გოლით გუნდს დავეხმარე”.

 

მასკერანო: “ძალიან კარგია, რომ ჩვენი საქმე დიდებულად შევასრულეთ. გახარებული ვარ, რომ კარგი მატჩი ჩავატარეთ და რაც შეეხება “ოსასუნას”, ის მართლაც კარგი გუნდია თავისი ახალი მწვრთნელით. ბოსს როგორც სურს, ისე ვლაგდებით პოზიციებზე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩემს სიტყვებს: მე აქ მოსაგებად მოვედი, სწორედ ამიტომ მზად ვარ ნებისმიერ პოზიციაზე ვითამაშო”. 

 

“ახლა კი ყველა ოთხშაბათის მატჩზე ვფქირობთ. ეს არის უდიდესი შანსი, რომ ვიასპარეზოთ “უემბლიზე”. ძალიან დიდი იმედი ამქვს, რომ კარგად ვიმუშავებთ და წარმატებასაც მივაღწევთ. მე არ ვიცი წინასწარ ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას, მაგრამ ჩვენ უბრძლველად რომ არაფერს დავთმობთ, ნამდვილად ვიცი”.

 

“ჩვენი იმედი მთელს მსოფლიოში შეკრებილ “ბარსას” ფანებს აქვთ. ჩვენ უბრალოდ გამოვალთ და მაქსიმუმს გავიღებთ, რათა მათი გულები გავახაროთ”.

 

ტიაგო: “ეს ძალიან რთული მატჩი იყო და ამიტომ ბედნიერნი ვართ მოპოვებული 3 ქულით. ვიცოდით, რომ “ოსასუნა” ძალიან სახიფათო იყო, მაგრამ ისიც ვიცოდით, რომ ამ სირთულის გადალახვა აუცილებელი იყო. მეორე ნახევრის შემდეგ ცოტათი გადავიღალეთ, მაგრამ ლეო მესიმ თავისი საქმე შეასრულა. ჩვენ ყოველი თამაშის ყოველ წუთზე, მაქსიმალურად ვართ კონცენტრირებულნი, სწორედ ამიტომ ჰანდიკაპი უახლოეს მდევართან  8 ქულაა”.

 

ალვეში: “ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ ურთულეს მატჩში. მძიმე განრიგი გვქონდა, თუმცა მეტოქის ნახევარზე კარგად ვიასპარეზეთ და საბოლოოდ 2 გოლიც გავიტანეთ. ახლა უფრო კარგად გამივიყურებდით და მთლიანად ოთხშაბათის მატჩზე ვახდენთ ფოკუსირებას. ეს იქნება ძალიან ლამაზი და რთული მატჩი, მაგრამ ჩვენ სიამოვნება უნდა მივიღოთ ამით. არ გვაინტერესებს რას აპირებს მადრიდი, ჩვენ უბრალოდ საკუთარ საქმეს გავაკეთებთ. ახლა მთავარია დაშავებულები მომჯობინდნენ”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში